ღვეზელების რეცეპტი ფარშისა და კომბოსტოს შიგთავსით

1184

ღვეზელები შეგიძლიათ სხვადასხვა შიგთავსით მოამზადოთ: ხორცით, კომბოსტოთი, კარტოფილით, ხილით ან ხაჭოთი. შიგთავსი განსაზღვრავს განწყობას. ასევე, მათი მომზადება შეგიძლიათ როგორც ღუმელში, ისე ტაფაზე.

ყველაზე ნოყიერი ღვეზელები ორი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტის კომბინაციით მიიღება, ეს ორი პროდუქტი კი ხორცის ფარში და კომბოსტო გახლავთ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ღვეზელების რეცეპტს, რომლის შიგთავსი სწორედ ამ ორი ინგრედიენტისგან შედგება.

ინგრედიენტები

  • 400 მლ კეფირი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 180 გრ კარაქი
  • 800 გრ ხორბლის ფქვილი
  • 500 გრ თეთრი კომბოსტო
  • 1 ც სტაფილო
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 12 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ც კვერცხი
  • 300 გრ ღორის ფარში
  • 0,5 ც ხახვი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი

1. 6 ს.კ. ფქვილს შეურიეთ მშრალი საფუარი. ცივი კარაქი დაჭერით კუბებად და დარჩენილ გაცრილ ფქვილს დაუმატეთ. ჩანგლით ან თითებით კარგად დაჭყლიტეთ კარაქი და კარგად მოურიეთ ნაზავს. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს კეფირი, კვერცხი, შაქარი და მარილი.

2. შეურიეთ ერთმანეთს საფუარიანი ფქვილი და კარაქიანი ფქვილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით მასში კეფირისა და კვერცხის ნაზავი. მოზილეთ ცომი. როდესაც იგი ელასტიური გახდება, ბურთივით დაამრგვალეთ, მოათავსეთ თასში და ზემოდან ხელსახოცი გადააფარეთ. გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას 40 წუთის განმავლობაში.

3. კომბოსტოსა და ხახვის ნახევარი თხლად დაჭერით, სტაფილო კი მსხვილად გახეხეთ. მსუბუქად შეწვით გაცხელებულ ზეთში, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ და კარგად მოურიეთ. ცალკე შეწვით ღორის ფარში დარჩენილ ხახვთან ერთად.

4. მზა ფარშს შეურიეთ შემწვარი კომბოსტო და სტაფილო. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაელოდეთ სანამ შიგთავსი გაცივდება.

5. როდესაც ცომი მოცულობაში გაიზრდება, კვლავ მოზილეთ. შემდეგ გაყავით იგი პატარა ნაჭრებად და თითოეული დაამრგვალეთ. “დაასვენეთ” ცომი 5 წუთით. მზა ცომიდან საშუალოდ 24 ცალი ღვეზელი უნდა გამოგივიდეთ.

6. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის ბურთულები და ცენტრში კოვზით შიგთავსი მოათავსეთ. კიდეები შეაწებეთ ერთმანეთს, საცხობ ლანგარზე წაუსვით ზეთი და ღვეზელები მასზე დაალაგეთ. გადააფარეთ ზემოდან თხელი ხელსახოცი და თბილ ოთახში 15 წუთით გააჩერეთ.

7. ღვეზელებს ზემოდან კვერცხი წაუსვით და თუ სურვილი გაქვთ სეზამის თესლი მოაყარეთ. გამოაცხვეთ ღვეზელები 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

ეს ღვეზელები გახლავთ იდეალური ნოყიერი წასახემსი, რომელიც ნატურალური და სასარგებლო პროდუქტებისგან მზადდება.