როგორ მოვამზადოთ ხორციანი ღვეზელები ტაფაზე

1447

ზოგი ამ ღვეზელის შიგთავსად მხოლოდ ბოსტნეულს იყენებს, ზოგი კი მხოლოდ ხორცს. ჩვენი რედაქცია კი გთავაზობთ კომბინირებულ ვერსიას. ხორციანი და ყაბაყიანი ღვეზელები ტაფაზე ძალიან სწრაფად მზადდება. საიდუმლო ინგრედიენტის წყალობით ისინი ჩვეულებრივ ღვეზელებზე გაცილებით წვნიანი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 300გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 250 გრ ღორის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • მწიკვით მარილი
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • 120 მლ წყალი
  • 250 გრ ყაბაყი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ფქვილს შეურიეთ მარილი, კვერცხი და წყალი. მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ და შეფუთეთ პოლიეთილენის პარკში. შეინახეთ 20 წუთით.

2. ყაბაყი მსხვილად გახეხეთ და დაამარილეთ. ხახვი დაჭერით მსხვილ ნახევარრგოლებად, დაამარილეთ და მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი. ხელით მოურიეთ. ფარში თქვენი გემოვნებით შეაზავეთ სანელებლებით, დაუმატეთ ყაბაყი და ხახვი, მოურიეთ.

3. მაგიდას და ცომს წაუსვით მზესუმზირის ზეთი. შემდეგ ცომი ორ ნაწილად გაყავით.ერთი ნაწილი მაქსიმალურად თხლად გაიყვანეთ და კვლავ წაუსვით ზეთი.

4. ცომის მარცხენა და მარჯვენა კიდეები შეაერთეთ ცენტრში. ცომის შუაგულში მოათავსეთ შიგთავსი. გადაფარეთ იგი ცომის ზედა და ქვედა ნაწილით. მიღებული ოთხკუთხედი დაჭერით პატარა სამკუთხედებად.

5. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, შეწვით ღვეზელები დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაში. ღვეზელებმა უნდა მიიღოს მადისაღმძვრელი ოქროს ფერი.

ასეთი გემრიელობა უმჯობესია მიირთვათ ცხელ მდგომარეობაში, სახლში მომზადებულ კეტჩუპთან ერთად.