ბრინჯის ღვეზელის ებრაული რეცეპტი-წვნიანი და ნოყიერი

2525

დედაჩემი ნახევრად ებრაელია და მას ძალიან უყვარს ებრაული კერძები. ბებიამ მას დიდი კულინარიული წიგნი აჩუქა, საიდანაც იგი სხვადასხვა საოცარ რეცეპტს იყენებს და უგემრიელეს კერძებს ამზადებს. ჩემთვის ყველაზე საყვარელი კი ებრაული ბრინჯის ღვეზელის რეცეპტია.

ჩვენი რედაქცია დღეს სწორედ ამ კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ბრინჯის ღვეზელი თევზით ძალიან გემრიელი, წვნიანი და ნოყიერი გამოდის. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.

ღვეზელი ბრინჯითა და თევზით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ ხაჭო
  • 150 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ჭიქა ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 400 გრ ორაგული
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 ბრინჯი
  • 1 კონა კამა
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. თუ დრო და სურვილი გაქვთ, ნამდვილად ღირს ხაჭოს ცომის მომზადება, მაგრამ ყველაფრის სწრაფად გაკეთებაა საჭირო, შეგიძლიათ იგი მზა ცომით ჩაანაცვლოთ.

2. იმ შემთხვევაში, თუ ცომის მოზელას თავად გადაწყვეტთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით კარაქი, დაუმატეთ ხაჭო და კვერცხი, კარგად აურიეთ. შემდეგ თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში.

3. ამავდროულად მოამზადეთ შიგთავსი. ცალ-ცალკე მოხარშეთ ბრინჯი და კვერცხი. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით. კამა წვრილად დაჭერით.

4. როდესაც ყველა ინგრედიენტი მზად იქნება, შეურიეთ ბრინჯი, ხახვი, კამა და ლიმონის წვენი ერთმანეთს. ახლა კი გაიყვანეთ ცომი და დააფინეთ საცხობ ლანგარზე ისე, რომ ერთმა ნახევარმა მთლიანად დაფაროს იგი, მეორემ კი ღვეზელი ზემოდან დაფაროს.

5. ცომზე თავდაპირველად ბრინჯიანი შიგთავსი მოათავსეთ, შემდეგ კი ორაგულის ნაჭრები (მისი ჩანაცვლება ნებისმიერი თევზის სახეობით შეგიძლიათ), ზემოდან კი დაჭრილი მოხარშული კვერცხი მოათავსეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შიგთავსი ცომის მეორე ნახევრით დაფარეთ, კიდეები კი კარგად შეაწებეთ.

6. ცომზე რამდენიმე ჭრილი გააკეთეთ, რათა ორთქლმა გამოსვლა შეძლოს. მოათავსეთ ღვეზელი 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!