ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად მსურს ნოსტალგიური მოგზაურობა წარსულში და ბავშვობის გემოს გახსენება. ამიტომ, ძალიან ხშირად ვამზადებ ჩემთვის საყვარელ სირნიკებს.
დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამ გემრიელი სირნიკების რეცეპტს გთავაზობთ. გემრიელი, არომატული და ფაფუკი სირნიკები სტაფილოთი ცოტა ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებთ.
გემრიელი სირნიკების რეცეპტი
ინგრედიენტები
- 420 გრ ხაჭო
- 15 გრ მანანის ფქვილი
- 135 გრ სტაფილო
- 75 გრ ფქვილი
- 1 ც კვერცხი
- 10 გრ კარაქი
- 45 გრ შაქარი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
ინგრედიენტები რძიანი სოუსისთვის
- 250 მლ რძე
- 2 ჩ.კ. კარაქი
- 2 ჩ.კ. ფქვილი
- 1,5 ს.კ. შაქარი
- 1 გრ ვანილი
- 60 მლ წყალი
მომზადების წესი
1. გახეხეთ გათლილი სტაფილო.
2. მოთუშეთ სტაფილო კარაქთან და მცირე ოდენობის წყალთან ერთად დაახლოებით 10 წუთით.
3. დაუმატეთ მანანის ფქვილი და მოურიეთ, სანამ მასის ზედაპირზე ბუშტუკები არ გაჩნდება.
4. სტაფილოს მასა გააცივეთ, დაუმატეთ კვერცხი, ხაჭო, შაქარი და 50 გრ ფქვილი.
5. მიღებული მასით გააკეთეთ სირნიკები.
6. კარგად ამოსვარეთ მზა სირნიკები ფქვილში და შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხარეს.
7. მიირთვით სირნიკები რძიან სოუსთან ერთად. მათ მოსამზადებლად კარაქში გაცხელებულ ფქვილი გახსენით რძეში და მოადუღეთ, სანამ არ გასქელდება (დაახლოებით 7-10 წუთი), მუდმივად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მდუღარე წყალში გახსნილი შაქარი და ვანილი.
სირნიკებს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!