ფხვიერი და გემრიელი ხვეულას რეცეპტი

1879

ხვეულების ეს კლასიკური რეცეპტი ჩვენთვის გასული საუკუნიდანაა ცნობილი, მისი მომზადება ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. სულ სამი ინგრედიენტი და გემრიელი დესერტიც მზადაა!

ფხვიერი ხვეულები

სახლში მომზადებული ხვეულები ძალიან გემრიელია, გამოცხობის შემდეგ მათ შეგიძლით შაქრის პუდრი მოაყაროთ ან წაუსვათ მურაბა და სახამებელი (3 ს.კ. მურაბა ან 1 ჩ.კ. სახამებელი).

შიგთავსად ნებისმიერი ჯემი, მურაბა, მარმელადი, კაკალი, ჩირი და რაქათ-ლუქუმი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 240 გრ ფქვილი
  • 100 გრ არაჟანი
  • 125 გრ კარაქი ან მარგარინი

მომზადების წესი 

1. გააცივეთ კარაქი ცომისთვის.

2. თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, არაჟანი და წვრილად დახეხილი კარაქი.

3. მოურიეთ კოვზით, რომ მიიღოთ პატარა ბურთულების მსგავსი მასა. არ მოზილოთ ცომი! მიღებული მასა დაამრგვალეთ ბურთივით, შეფუთეთ იგი საცხობ ქაღალდში და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

4. ნახევარი საათის შემდეგ გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და 4 ნაწილად გაყავით. თითოეული გაიყვანეთ 1 მმ სისქის ფენად.

5. მიღებული ფენები გაყავით 12 ნაწილად. გაუკეთეთ პატარა ჭრილები და რულეტივით გაახვიეთ. ცომი კარგად გააბრტყელეთ, ხვეულები კი მჭიდროდ გაახვიეთ, რომ ცხობისას არ გაიშალოს.

6. საცხობ ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი, ზემოდან ხვეულები დაალაგეთ და შედგით მაცივარში 15 წუთით. თუ ასე არ მოიქცევით, ხვეულები არ იქნება ფხვიერი.

7. გამოაცხვეთ ხვეულები 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

8. გამომცხვარ და გაცივებულ ხვეულებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!