მარტივი პროდუქტები, მაგრამ რთული მომზადების ტექნიკა. გემრიელი საწებელი, ბევრი ყველა და ზღვის პროდუქტები – ყველაფერი ეს ფრანგული სამზარეულოა. თუცა არსებობს უფრო მარტივი რეცეპტებიც. მაგალითად, ფრანგულად მომზადებული კარტოფილის პიურე. როდესაც მე ამის შესახებ გავიგე, გამიჩნდა კითხვა, კი მაგრამ, როგორ შეიძლება ეს კერძი სხვანაირად მოვამზადოთ. ამ კერძს სჭირდება ჩვეულებრივად კარტოფილი, რძე და კარაქი. კარტოფილი არარეალურად მსუბუქი და გემრიელია.
მე ვფიქრობ, რომ 80% დიასახლისებისა, ჩვეულებრივად ხარშავენ წყალში კარტოფილს. ფრანგულ რეცეპტში, კარტოფილი არ არის მოხარშული, ის გამომცხვარია. სჯობს თავად შეამოწმეთ.
მასალები:
- კარტოფილი – 10 ც.
- არაჟანი – 200 მლ
- ზეთი 2 ს.კ.
- მუსკატის კაკალი – 2 გ
- მარილი და შავი წიწაკა – გემოვნებით
მომზადება:
გარეცხეთ და გაემზადეთ კარტოფილი. გაახვიეთ თითოეული კარტოფილი ფოლგის ქაღალდში. შეფუთეთ ისე, რომ არ გაიხსნას. განათავსეთ საცხობი ტაფაზე. გამოაცხეთ 60 წუთი 220 გრადუსზე.
ამ ყველაფერს დაუმატეთ კარაქი, და ყველა ინგრედიენტი, კარგად აურიეთ და ისევ გამოაცხვეთ 15 წუთი. შესრულებულია!
კარტოფილის მომზადება შეგიძლიათ ყველით, ხორცით. მისგან შეუზღუდავი რაოდენობის კერძების მომზადება შეგიძლიათ. მაგრამ ეს რეცეპტი თქვენთვის შეუცვლელი იქნება. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი!