ფუმფულა და ჰაეროვანი ფუნთუშების რეცეპტი

2263

არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე სახლში გამომცხვარი დესერტი,  ყველა სახის ღვეზელები, ნამცხვრები და ფუნთუშები. როგორ ამზადებდნენ ჩვენი დედები და ბებიები ასეთ ფუმფულა და გემრიელ დესერტებს?

ლამაზი ფუნთუშები

იმისათვის, რომ კარგად ამზადებდეთ, ბევრი სულაც არ არის საჭირო. მთავარია ნებისმიერ რეცეპტთან ერთად, გქონდეთ უდიდესი სურვილი იმისა, რომ გემრიელი ნამცხვრებით გაახაროთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები.

გამოუცდელი დიასახლისები ხშირად ამბობენ, რომ ეშინიათ ცომის მომზადება და განსაკუთრებით საფუარიანი ცომის, რადგან იგი ან არ აფუვდება, ან ისეთი არ გამოდის, როგორიც უნდა იყოს და ასე შემდეგ. ერთი ან ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ ცხობის ექსპერიმენტებს თავს ანებებენ.

მაგრამ დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ არაჩვეულებრივი, საფუარიანი ცომი ლამაზი და ფუმფულა ფუნთუშებისთვის შიგთავსით. ეს რეცეპტი 100 წელზე მეტს ითვლის.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 350 გრ ფქვილი
  • 200 მლ წყალი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • მწიკვით ვანილი
  • მწიკვით მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 250 გრ ჟოლო
  • 50 გრ შაქარი
  • 50 გრ ბერძნული კაკალი

მომზადების წესი

1. გაათბეთ რძე და გახსენით მასში შაქარი, მარილი, ვანილი და საფუარი. გააჩერეთ 15 წუთით, რომ საფუარი გაღვივდეს.

2. ნაზავს თანდათან დაუმატეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, ელასტიური და არ უნდა ეკრობოდეს ხელზე.

3. მზა ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით.

4. აფუებული ცომი გაყავით რამდენიმე თანაბარი ზომის ფუნთუშად, თითოეული 75-80 გრ-ს უნდა იწონიდეს. გადააფარეთ ფუნთუშებს ხელსახოცი და გააჩერეთ 5 წუთით.

5. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი. შეურიეთ ერთმანეთს ჟოლო და შაქარი, დაუმატეთ ბერძნული კაკალი. გაწურეთ შიგთავსი, რომ მოაშოროთ ზედმეტი სითხე.

6. თითოეული ფუნთუშა გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ 5-7 სმ სისქის ფენა და მათ ცენტრში მოათავსეთ 2 ჩ.კ. მალინისა და ბერძნული კაკლის შიგთავსი.

7. ფრთხილად შეაწებეთ ფუნთუშას ბოლოები ერთმანეთს, საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ მასზე ჩაბრუნებული ფუნთუშები. გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 15-20 წუთით.

8. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფუნთუშები 25-30 წუთით.

9. გააცივეთ ფუნთუშები ღუმელის გისოსებზე. სუფრაში გატანამდე ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!