როგორ მოვამზადოთ შტრუდელი ხორცითა და ბოსტნეულით

1611

ყველამ იცის, რომ შტრუდელი არის რულეტი, რომელიც ვაშლით, ყაყაჩოს თესლით ან სხვა ტკბილი შიგთავსით მზადდება. თუმცა, ძალიან ძალიან ცოტა თუ გამოიცნობს, რომ ტრადიციულ გერმანულ სამზარეულოში გარდა ტკბილისა, არსებობს საფუარიანი შტრუდელი ან შტრული-პატარა ზომის რულეტი, რომელსაც კომბოსტოს და ხორცის შიგთავსი აქვს.

ქურაზე მომზადებული კერძი

გერმანული შტრული მზადდება მოთუშული კომბოსტოთი და ხორცით, ზოგჯერ კი კარტოფილითა და ქათმის ხორცით.

ასეთი რულეტები შეგიძლიათ მიირთვათ ძირითად კერძთან ერთად ან ცალკე, ტომატის ან ნაღების სოუსთან ერთად.

ქურაზე მომზადებულ კერძებს შორის შტრულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მსგავსი კერძი შეგხვდებათ უკრაინულ, ქართულ, ჩინურ და პოლონურ სამზარეულოში. მომზადების პრინციპი ყველგან თითქმის ერთი და იგივეა.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 150 მლ წყალი
  • 150 მლ რძე
  • 500 გრ ფქვილი
  • 9 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები ძირითადი კერძისთვის

  • 300 გრ მჟავე კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 300 გრ უცხიმო ღორის ხორცი
  • 5-6 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთმანეთს თბილი რძე და წყალი. დაუმატეთ მარილი, შაქარი და საფუარი. მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით.

2. როდესაც საფუარი კარგად გაღვივდება, თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი.

3. შემდეგ გაიყვანეთ ცომი, წაუსვით მცენარეული ზეთი და გაახვიეთ რულეტივით, დაჭერით ნაჭრებად, ხოლო თითოეული ნაჭერი ხის ჯოხით ჯერ შუაში ჩააღრმავეთ, შემდეგ ჯვარედინად.

4. შტრულებს გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 15 წუთით.

5. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ ძირითადი კერძი. დაჭერით ხორცი კუბებად და მსუბუქად შეწვით მცენარეულ ზეთში ღრმა ტაფაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კომბოსტო და შეწვით კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

6. ხორცსა და კომბოსტოზე დაალაგეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. არ მოურიოთ, მოაყარეთ მარილი და დაფქული პილპილი.

7. ბოსტნეულსა და ხორცზე დაალაგეთ შტრული და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ მხოლოდ კარტოფილი დაფაროს. ტაფას დაახურეთ თავსახური.

8. როდესაც წყალი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და არ მოხადოთ ტაფას თავსახური 20 წუთით. შემდეგ გამორთეთ ქურა და გააჩერეთ შტრული 5-6 წუთით, რომ ცომი არ დაეცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

9. მიირთვით შტრული ცხელ მდგომარეობაში, ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად. გემრიელად მიირთვით!