6 დანამატი, რომლებიც თქვენს ყავას კიდევ უფრო გემრიელს გახდის

1669

ფინჯანი ყავა თავადაც იდეალურია, მაგრამ ხანდახან კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაღაც ახლის გასინჯვა გვინდება ხოლმე. აქ არის ყავის სხვადასხვა დანამატები, რომლებიც თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ.

1. ნაყინი.

ყავა ნაყინით არ არის იშვიათი და მას ნებისმიერ ყავის მაღაზიაში შეიძენთ. ჩვენ მას “ვენურ ყავას” უწოდებენ, ხოლო გერმანიაში-ეისკაფეს, რაც ნიშნავს “ყავა ნაყინით”. უმჯობესია ყავას მსუბუქი გემოს მქონე ნაყინი დაუმატოთ, ისეთი, როგორიც პლომბირია, რათა ყავამ თავისი გემო არ დაკარგოს.

2. კაკაო. 

ყველამ იცის, რომ თუ ყავას შოკოლადს დავუმატებთ, მივიღებთ მოკას, ხოლო კაკაოს ფხვნილი-სულ სხვა დონეა. მილანში პოპულარულია სასმელი ბარბაიდა, რომელიც კაკაოთი, შაქრით, რძითა და ყავით მზადდება.

3. თხილი.

თხილი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, შეიცავს დიდი ოდენობით B და E ვიტამინს. დაუმატეთ ფინჯან ყავას 1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი თხილი და გასინჯეთ. თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ უფრო მეტი დაუმატოთ.

4. დარიჩინი.

დარიჩინი ცნობილი სანელებელია, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას არეგულირებს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ხელს უშლის ორგანიზმში შაქრის სწრაფ მატებას. იგი ყავას ანიჭებს მოტკბო გემოს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინი შაქრის ნაცვლად.

5. კარაქი. 

კარაქიანი ყავა-ეს არის ყავა, რომელსაც ცხოველურ, მცენარეულ ან ქოქოსის კარაქს უმატებენ. ცხოველური კარაქი ხელს უწყობს კოფეინის ნელ მეტაბოლიზმს, ხსნის ნერვიულობას. გარდა ამისა, ასეთი ყავა გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას და იგი შესაძლოა საუზმედაც ჩაითვალოს.

6. ვანილის ექსტრაქტი.

დაუმატეთ ყავას რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი გემოსთვის. ვანილი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.