ტრადიციული აჩმის რეცეპტი

1477

აჩმა – ქართული ხაჭაპურია მრავალი მოხარშული ფენითა და ყველით. შიგთავსის სახით იყენებენ სულგუნს, იმერულ ყველს ან შერეულს.

ინგრედიენტები

  • 200 მლ წყალი
  • 1 კგ ფქილი
  • 400 გრ მდნარი ყველი
  • 1 კგ სულგუნი
  • 5 კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ წყალი, მარილი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი და გაყავით 8 ნაწილად, აქედან ერთი ცოტათი დიდი.
  2. შექმენით ცომებისგან ბურთულები, დადგით 10 წუთით. შემდეგ დაბეგვეთ და გააბრტყელეთ თხლად.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი და დააფინეთ დიდი ზომის ცომი.
  4. დანარჩენი ცომები ჩაუშვით მდუღარე წყალში 15 წამის განმავლობაში, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  5. გახეხეთ ყველი, შეურიეთ არაჟანთან და დარჩენილ მდნარ კარაქთან.
  6. უმ ცომზე დააფინეთ 4 მოხარშული ცომი, ყოველივეს წაუსვით კარაქი. ზემოდან მოათავსეთ ნახევარი ცომი.
  7. დააფინეთ კიდევ სამი მოხარშული ცომი, ასევე წაუსვით მდნარი კარაქი. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი. ზემოდან დააფინეთ ცომის ბოლო ფენა.
  8. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, დააფინეთ ფოლგა, შედეგ დაუკელით 180 გრადუსამდე და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!