დღეს “გასტრონომია” არაჩვეულებრივი ქართული ნიგვზისა და თაფლის ტორტის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ეს დესერტი თამამად დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ინგრედიენტები
კრემისთვის:
- 500 მლ უცხიმო ნაღები
- 1 ჩ.კ. სახამებელი
- 30 მლ კონიაკი
- 200 გრ თაფლი
- 4 კვერცხის გული
- 0,5 ჭ შაქარი
- ვანილი გემოვნებით
ცომისთვის:
- 2 ჭ ფქვილი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჭ ნიგოზი
- 4 კვერცხი
- 250 მლ თაფლი
- 1 ჭ შაქარი
- 2 ს.კ. კაკაო
მოსართავად:
- 1 ფილა შავი შოკოლადი
- 50 მლ ნაღები
მომზადება
- ათქვიფეთ კვერცხები და შაქარი. მოხალეთ ნიგოზი და დააქუცმაცეთ. დაადნეთ თაფლი და შეურიეთ ათქვეფილი კვერცხები და ნიგოზი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი დაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო. შედგით ორივე ცომი მაცივარში 4-6 საათით.
- გამოაცხვეთ სულ 4 ფენა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითო დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და გააცივეთ. კრემისთვის დაადნეთ თაფლი, შეურიეთ შაქარი, 1 ს.კ. წყალში გახსნილი სახამებელი, ცოტაოდენი ნაღები და კვერცხის გულები.
- დარჩენილი ნაღები წამოადუღეთ ვანილთან ერთად, დაუმატეთ კრემის მეორე მასა და ადუღეთ შესქელებამდე. მოხსენით ცეცხლიდან, გააცივეთ დაწურეთ. კონიაკი შეურიეთ წყალს პროპორციებით 1:1. დანამეთ ნაზავით ფენები, წაუსვით კრემი.
- დაადნეთ შავი შოკოლადი, შეურიეთ ნაღები და წამოადუღეთ შესქელებამდე. მოასხით მინანქარი ტორტს.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!