ზარმაცების ტორტი ცხობის გარეშე, რომელსაც ძალიან სწრაფად მოამზადებთ

2114

სიტყვა “ტორტი” – ერთი შეხედვით სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალთან ასოცირდება. მაგრამ არა ამ შემთხვევაში! მათთვის, ვისაც სწრაფად სურს გემრიელი დესერტის მომზადება, “გასტრონომია” შესანიშნავ რეცეპტს სთავაზობს.

ტორტის მთელი მომზადების პროცესი გახლავთ ლიმონის მოხარშული კრემის მომზადება. ამის მერე მხოლოდ კრემის ფხვიერ ნამცხვარზე წასმაღა რჩება. ნამცხვარი შეარჩიეთ ზომიერად ტკბილი.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 120 გრ შაქარი
  • 2 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 1 ლ რძე
  • 300 გრ ნამცხვარი
  • 60 გრ სიმინდის სახამებელი

მომზადება

1. შეურიეთ რძე და ლიმონის ცედრა (1 მწ გადადეთ ტორტისთვის), დადგით ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხები და შაქარი. გაცხელებული რძის ნაწილი გამდოასხით, შეურიეთ სახამებელი და კვლავ დააბრუნეთ ქვაბში. იქვე დაუმატეთ კვერცხის მასა, წამოადუღეთ ოდნავ შესქელებამდე.

2. ფორმას წაუსვით თხლად კრემი. დაალაგეთ ნამცხვრები, წაუსვით კრემი კვლავ. გაიმეორეთ ასე სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება. მოაყარეთ დარჩენილი ლიმონის ცედრა. შედგით მაცივარში 1 საათით.

შესანიშნავი ლიმონის დესერტი მიირთვით საყვარელ გამაგრილებელ სასმელთან, ჩაისთან ან ყავასთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!