მარწყვის სქელი ჯემი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

3474

ეს რეცეპტი ნამდვილი ხსნაა, როცა ცხელი ზაფხულის დღეებში გაზქურასთან დიდ ხანს ტრიალის სურვილი არ გაქვს. მომზადების ეს მეთოდი შესანიშნავ შედეგს იძლევა და მაქსიმალურად ინარჩუნებს მარწყვის სასარგებლო თვისებებს. სქელი მარწყვის ჯემი შეგიძლიათ დესერტების შიგთავსად გამოიყენოთ ან უბრალოდ პურზე წაუსვათ და ჩაისთან დატკბეთ.

მარწყვის ჯემის მარტივად მომზადებას შეძლებთ მარტივი მაჟელირებელი საშუალებებით (ჟელფიქსი, კვიტინი, აგარ-აგარი). ამ რეცეპტში ჩვენ ნატურალური შემასქელებელი – პექტინი გამოვიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მარწყვი
  • 250 გრ შაქარი
  • 10 გრ პექტინი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის მჟავა

მომზადება

1. გარეცხეთ და მოაცილეთ ყუნწები მარწყვს. ჩაყარეთ ქვაბში და დააბლენდერეთ.

2. დაუმატეთ პექტინი და ლიმონის მჟავა, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ წამოდუღებამდე.

3. დაუმატეთ შაქარი, კვლავ წამოადუღეთ და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

4. მოხსენით ქაფი და ჩაასხით ჯემი სტერილურ ქილაში. მოხუფეთ და დადგით ცივ ადგილას.

სქელი მარწყვის ჯემი შესანიშნავია ზამთრის რაციონის გასამდიდრებლად. სანამ მარწყვის სეზონი გრძელდება, ეცადეთ მაქსიმალურად მიიღოთ მისგან სასარგებლო ვიტამინების დოზა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!