დღევანდელ ჩვენს შემოთავაზებულ კერძს ცოტა უცნაური სახელი აქვს მაგრამ მაგრამ ძალიან გემრიელია! თუთმაჯი – სამცხე ჯავახეთის სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია. მოამზადეთ სიამოვნებით…
ინგრედიენტები:
- წყალი ცომისთვის 0,5 ლ
- ფქვილი დაახლოებით 1 კგ
- ხახვი 4-5 თავი
- წყალი 2 ლ
- მაწონი 0,5 ლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი მარილწყლით.
- ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად დ დავჭრათ ანასთის ღერების ტოლ ნაჭრებად.
- დავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ, რათა ცომი ერთმანეთს არ მიეწებოს.
- ცომის მეორე ნაწილი დავამრგვალოთ გრძელ, 1,5 სმ სისქის ღეროებად და დავჭრათ.
- გამოვა პატარა ბალიშების მსგავსი ნაჭრები.
- ეს ბალიშები მოვშუშოთ ერბოში დაწითლებამდე.
- ცალკე ქვაბში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- ქვაბში ჩავასხათ გემოზე მარილით შეზავებული 2 ლ წყალი, ჩავყაროთ შიგ ცომისგან მომზადებული “ბალიშები” და ჩხირები, მოშუშული ხახვი და და დავდგათ ცეცხლზე.
- ცომი რომ მოიხარშება, ნელ-ნელა დავამატოთ მაწონი.
- წამოვადუღოთ და მზადაა.
გემრიელად მიირთვით!