6 საუკეთესო ბისკვიტი ტორტებისთვის

2122

საოცარი კორჟები ძალიან მარტივად.

1. ბისკვიტის ცომი

ინგრედიენტები

  • ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხი 4 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1/2 შეკვრა
  • ვანილი 1 შეკვრა

მომზადება

  1. განაცლკევეთ კვერცხის ცილა და გული. კვერცხი უნდა იყოს ცივი.
  2. ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი.
  3. გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად.
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი ცილა და ფრთხილად მოურიეთ.
  5. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
  6. დარჩენილი ცილის მასაც ფრთხილად გადაურიეთ.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
  8. მზა ბისკვიტი გააგრილეთ და გაჭერით.
  9. შეგიძლიათ დანამოთ ყავის და კონიაკის ნარევით.
  10. ამ კორჟს ნებისმიერი სახის კრემი უხდება.

2.ბისკვიტი ცხელ წყალზე

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 190გ
  • ფქვილი 130გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ცხელი წყალი 3 სუფრის კოვზი
  • ვანილი

მომზადება

  1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი შესქელებამდე.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, ფრთხილად დაუმატეთ კვერცხის მასას. ატქვიფეთ მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე.
  3. დაუმატეთ ცხელი წყალი (ძალიან ცხელი), ზეთი და ვანილი.
  4. ჩაასხით ცმი ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

3.ბისკვიტი ცილაზე

ინგრედიენტები

  • 5 ცილა
  • 90გ შაქრის ფხვნილი
  • 40გ შაქარი
  • ვანილი
  • 60გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა

მომზადება

  1. ათქვიფეთ ცილა შესქელებამდე, დაუმატეთ ლიმონის მჟავა, მარილი და შაქარი, ათქვიფეთ.
  2. მასა უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი. დაუმატეთ ფქვილი და შაქრის ფხვნილი.
  3. ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში (10 X 20).
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
  5. შეგიძლიათ დანამოთ გემოვნებით.

4.ფხვიერი ცომი ტორტითვის

ინგრედიენტები

  • 250გ მარგარინი ან კარაქი
  • 2-3 კვერცხი
  • შაქარი
  • 400გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი ძმრით გააქტიურებული სოდა
  • ვანილი

მომზადება

  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ მარგარინი, სოდა, ვანილი, კარგად მოურიეთ.
  2. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ რბილი ცომი.
  3. მზა ცომი დააბურთავეთ და შეინახეთ მაცივარში.
  4. შეგიძიათ იგივე ინგრედიენტებით სხვა მეთოდითაც მოამზადოთ. რბილი მარგარინი და შაქარი კარგად დაჭყლიტეთ ერთად, დაუმატეთ კვერცხი და ბოლოს ფქვილი.
  5. ცომი მოზილეთ სწრაფად, ხოლო შემდეგ გააგრძელეთ რეცეპტის მიხედვით.
  6. ასეთი ცომის ფირფიტები აუცილებლად უნდა გააბრტყელოთ 8მმ, გამოაცხვეტ 220 გრადუსზე.

5.ფენოვანი ცომი ტორტისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 150გ წყალი (შეგიძლიათ 75გ წყალი და 75გ რძე)
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 250-300გ კარაქი

მომზადება

  1. წყალში გასენით მარილი, ლიმონის მჯავა, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური, შეახვიეთ და შეინახეთ მაცივარში.
  3. გააბრტყელეთ და ცენტრის ტერიტორიაზე წაუსვით კარაქი.
  4. ცენტრს დააფარეთ გვერდები და გააბრტყელეთ. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
  5. ისევ გააბრტყელეთ და შეინახეთ მაცივარში.
  6. ეს მოქმედებები უნდა გაიმეოროთ 7-10 ჯერ.

6.ფირფიტა ბეზე (როგორც კიევური ტორტისთვის)

ინგრედიენტები

  • 9 ცილა დაახლოებით 200გ
  • 230გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 50გ ფქვილი
  • 180გ მოხალული ნუში

მომზადება

  1. განაცალკევეთ ცილა და გული.
  2. ცილა მოათავსეთ ჯამში და შეინახეთ მაცივარში დიდი ხნით.
  3. ცილა დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ აქაფებამდე.
  4. როცა კარგად ამოფუვდება დაუმატეთ 50გ შაქარი და ვანილი. ისევ ათქვიფეთ.
  5. ნუში დაფხვენით.
  6. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ და გამოაცხვეთ ცომი.
  7. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 1,5-2 საათი.

გერიელად მიირთვით!