6 მარტივი რეცეპტი ვაფლის ტორტის გემრიელი კრემის მოსამზადებლად

416

სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ნამდვილად გემრიელი და არომატული დესერტის მომზადებას 20 ინგრედიენტიანი სია და სამსაათიანი მომზადება არ სჭირდება. როგორც არ უნდა გიყვარდეთ რესტორნების დახვეწილი დესერტები, მარტივი ტკბილეულების სწრაფი რეცეპტები ჩაიწერეთ და სახლში გამოსცადეთ. ეს ხომ ასეთი მოსახერხებელია!

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, როგორ მოამზადოთ მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი კრემი ვაფლის ტორტისთვის. მზა ფენები გამოიყენეთ.

კრემი ჟელეთი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 პაკეტი ალუბლის ჟელე
  • 1 შეფუთვა ქოქოსის ფანტელი
  • 200 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. შაქარი და არაჟანი აურიეთ, ჟელე დაუმატეთ.
  2. ნარევი სუსტ ცეცხლზე დადგით და კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  3. ცხელ მასას ქოქოსის ფანტელები და კარაქი დაუმატეთ. კარაქის გადნობამდე კარგად აურიეთ. ნარევი სწრაფად ცივდება, ამიტომ ვაფლის ფენებს მომზადებისთანავე წაუსვით.

შოკოლადის კრემი

ინგრედიენტები:

  • 180 მლ რძე
  • 300 გ შაქარი
  • 4 ს/კ კაკაო
  • 6 ს/კ ფქვილი
  • 200 გ კარაქი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი ღრმა ტაფაში მოათავსეთ, გააცხელეთ, გასქელებამდე ურიეთ. პროცესს 30 წუთი დასჭირდება. ცივი კრემი 1 შეფუთვა მზა ვაფლის ფენებზე წასასმელად გეყოფათ.

კრემი კანფეტებით „კაროვკა“

ინგრედიენტები:

  • 400 გ კანფეტი
  • 200 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. კანფეტი და კარაქი ღრმა ტაფაში გააცხელეთ, მუდმივად ურიეთ, სანამ ინგრედიენტები ბოლომდე არ გადნება. კანფეტები წინასწარ დააქუცმაცეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს.
  2. მზა ცხელი კრემი მაშინვე ვაფლის ფენებს წაუსვით.
  3. პაკეტში ჩადეთ და ზემოდან რაიმე სიმძიმე დაადეთ. მთელი ღამე ასე გააჩერეთ.

კრემი ჰალვით

ინგრედიენტები:

  • 120 გ მზესუმზირის ჰალვა
  • 200 გ კარაქი
  • 480 გ შესქელებული რძე

მომზადების წესი:

  1. ჰალვა წინასწარ წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. რბილი კარაქი კარგად ათქვიფეთ, შესქელებული რძე დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ.
  3. ნარევს ჰალვა დაუმატეთ და აურიეთ. კრემი მზადაა!

ლიმონის კრემი

ინგრედიენტები:

  • 2 ქილა შესქელებული რძე
  • 250 გ კარაქი
  • 1 ლიმონი
  • „ლიმონჩელო“ გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შესქელებული რძე კარაქით სუსტ ცეცხლზე გაადნეთ და აურიეთ.
  2. მიღებულ ნარევს ლიმონის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ბოლოს თუ სურვილი გაქვთ, „ლიმონჩელო“ დაუმატეთ.
  4. კრემი მზადა. ახლა ვაფლის ტორტის ფენებს წაუსვით და 1 დღე სიმძიმის ქვეშ გააჩერეთ. მზა დესერტს ზემოდან შოკოლადის ჭიქური შეგიძლიათ მოასხათ, რომ უფრო დასრულებული გარეგნობა მისცეთ.

კარაქი–კარამელის კრემი

ინგრედიენტები:

  • 1 შეფუთვა კარაქი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 5 ს/კ „ბეილისი“
  • 100 გ დაქუცმაცებული ნიგოზი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ამ რეცეპტში კარაქი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. რბილი კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  2. მიღებულ მასას შესქელებული რძე დაუმატეთ. ისევ ათქვიფეთ, ბეილისი და ნიგოზი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მზა კრემი ვაფლის ფენებს წაუსვით. არომატული ტკბილეული მზადაა!

როგორც ხედავთ, ვაფლის ტორტისთვის ნებისმიერი გემოვნების კრემი მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. ძალიან ბევრი ვარიანტი და ყველა შესაძლო ვარიაცია არსებობს. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.