5 ფენა საუზმეზე სენდვიჩის ნაცვლად

879
Fried eggs in puff pastry in ham, baked with cheese and topped with microgreens, fresh juice from oranges and eggs stuffed with chocolate

ფენოვანი ცომი – იმათთვისაა ვისაც უყვარს მარტივად ცხობა. კლასიკური ფენოვანი ცომის მომზდება საკმაოდ რთული პროცესია. უმჯობესია იყიდოთ მზა და შეინახოთ მაცივარში.

რეცეპტი მზა ფენოვენაი ცომისგან 

ფენოვანი ცომის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B, რომელიც ძალიან კარგია ძვლოვანი სისტემისთვის. საკმარისია 150-300გ გამომცხვარი ფენოვანი ცომი მიირთვათ, რაც მთელი დღე ენერგიით აგავსებთ.

მზა ფენოვანი ცომისგან შეგიძლიათ უამრავი კერძის უმარტივესად მომზადება.

ფენოვანი ცომის ვარდები ლორით

ამ ორიგინალური კერძის მომზადება მართლაც, რომ უმარტივესა.

გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები ამ კერძით!

ინგრედიენტები

  • 400გ ფენოვანი ცომი
  • 200გ ლორი
  • 150გ ყველი
  • 1-2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 კბილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გააბრტყელეთ ცომი მართკუთხედად: დაჭერით ფენბად ლორი და ყველი.
  2. დაჭერით ნიორი და მწვნილი, დაუმატეთ მაიონეზი, მიღებული სოუსი წაუსვით ცომს, კუთხეებიდან გამოტოვეთ 3-5სმ.
  3. ცომის ფირფიტაზე თანაბრად გადაანაწილეთ ლორი და ყველი. უსოუსო კუთხეები დატოვეთ თავისუფლად. დაახვიეთ რულეტი, შეგიძლიათ კუთხეები დაასველოთ წყლით, რათა უკეთ დაფიქსირდეს.
  4. დაჭერით რულეტი და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
  5. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხეთ 180 გარდუსზე 20-25 წუთი.
  6. გემრიელად მიირთვით!

ღია ფენები საუზმისთვის

მოვიდა დრო უარი ვთქვათ საუზმეზე მომზადებულ სენდვიჩებზე. ღია ფენები გაცილებით გემრიელია და მათი მომზადება არ საჭიროებს დიდ დროს.

ინგრედიენტები

  • 200-300გ ფენოვანი ცომი
  • 3 კვერცხი
  • 6 ფენა ბეკონი
  • 50გ ყველი
  • მარილი, წიწაკა და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით 7-10სმ კვადრატებად. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე (ჩააფინეთ ქაღალდი). კვადრატების კუთხეები აამაღლეთ დაახლოებით 1სმ.
  2. მიღებულ კვადრატებში ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ ბეკონი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მწვანილი და ყველი.
  3. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.
  4. გემრიელად მიირთვით!

ფენოვანი ცომი ანანასით

ინგრედიენტები

  • 500გ ფენოვანი ცომი
  • დაკონსერვებული ანანასი
  • 1 კვერცხი
  • შაქრის ფხვნილი
  • ყაყაჩო ან სეზამის მარცვლები

მომზადება

  1. ამოიღეთ ანანასი ქილიდან და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. გაბრტყელებული ცომი დაჭერით 2-3სმ ფენებად.
  2. ანანასის რგოლებს შემოახვიეთ ცომი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მოათავსეთ ფორმაზე.
  3. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, ყაყაჩო ამ სეზამის მარცვლები.

ნაწნავები ყველით და ქათმით

ინგრედიენტები

  • 300გ უსაფუარო ფენოვანი ცომი
  • 300გ შებოლილი ქათმის ფილე
  • 200გ ყველი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. გააბრტყელეთ და დაჭერით ფენოვანი ცომი გრძლად. აიღეთ ერთი ფენა, მასზე მოათავსეთ ყველი და ქათმის ხორცი.
  2. დააფარეთ ერთი ფირფიტა, დააფიქსირეთ ერთმანეთში. დაახვიეთ სპირალისებურად. ამ მეთოდით მოამზადეთ ნაწნავები.
  3. მზა ნაწნავები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, წაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
  4. გემრიელად მიირთვით!

დახურული ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 500გ უსაფუარო ფენოვანი ცომი
  • 400გ ხაჭო
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 კვერცხი

მომზადება

  1. მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხი, 1/2 ჭიქა შაქარი და ხაჭო. როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, დაუმატეთ შაქარი და კიდევ ათქვიფეთ.
  2. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით. თითოეულზე მოათავსეთ 1-2 კოვზი ხაჭოს მასა.
  3. დააფიქსირეთ კუთხეები. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე და წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  4. გამოაცხეთ 30-40 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!