5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ატაროთ სამსახურში საშინაო კერძები

1277

მათ, ვისაც წილად ხვდათ სახლში მუშაობის ბედნიერება, აქვთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისა, რომ სამუშაო დღეებში მიირთვან სახლში მომზადებული კერძები.

მაგრამ ყველას შეუძლია სამსახურში ატაროს საშინაო კერძები და დესერტები, ეს არაჩვეულებრივი იდეაა. მართალია სწრაფი კვების ობიექტებიდან სასურველი კერძის გამოძახება უფრო მარტივია, მაგრამ ასეთ საჭმელს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, თანაც, ასე უფრო მეტი ნაგავი გროვდება სამყაროში, რაც გარემოს აბინძურებს.

აი, კიდევ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ატაროთ სამსახურში სახლში მომზადებული კერძები. 

1. კვების კონტროლი

არსებობს გამოთქმა: “რასაც შეჭამ, იმადვე იქცევი”. კვების ჯანსაღი რაციონი დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ხოლო ფასტფუდი ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ თქვენს ორგანიზმს, არამედ კანსაც.

ამიტომ, არ შეუკვეთოთ კერძები ინტერნეტის მეშვეობით-მოამზადეთ ისინი სახლში!

2. ფულის ეკონომია

ეს თქვენ ალბათ ისედაც იცით, თუ თქვენი ხელფასის ნახევარს გამოძახებულ კერძებზე ხარჯავთ. სამსახურში საუზმის სახლიდან წაღება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ხოლო დარჩენილი ფულით შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთები, იმოგზაუროთ, ან უბრალოდ სამომავლოდ შეინახოთ.

3. ნაკლები პროდუქტის მოხმარება

არავის უყვარს სადილზე წინადღინდელი კერძის ჭამა, ამიტომ, დარჩენილ კერძს უმეტეს შემთხვევაში ნაგვის ურნაში მოვისვრით. მაგრამ ვახშმის ნარჩენები შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ და სადილზე მიირთვათ. ასე თქვენ ნარჩენების რაოდენობას შეამცირებთ.

4. ნაკლები პლასტმასის მოხმარება

მაღაზიებში უამრავი სხვადასხვა სახის კონტეინერი იყიდება იმისათვის, რომ მასში სახლში მომზადებული კერძები მოათავსოთ და სამსახურში ატაროთ. ეს დაგეხმარებათ ნაკლები პლასტმასის ნივთების გამოყენებაში.

5. მეტი დრო კომუნიკაციისთვის

თუ თქვენ სამსახურში წაიღებთ სახლში მომზადებულ საჭმელს, კურიერის ლოდინი საჭირო აღარ იქნება. ასე ნახევარსაათიანი შესვენებისას გაცილებით მეტი დრო დაგრჩებათ იმისათვის, რომ დაისვენოთ, ან დარჩენილი დრო თანამშრომლებთან კომუნიკაციაში დახარჯოთ.