5 ყველაზე უჩვეულო ბლინის რეცეპტი, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება

768

დროა დავფიქრდეთ, თუ როგორი ბლინები მოვამზადოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კლასიკას არ გადაუხვიოთ და ჩვეულებრივი მოამზადოთ, მაგრამ ექსპერიმენტები ხომ არ ვცადოთ?

დღეს გთავაზობთ 5 საუკეთესო რეცეპტს უჩვეულო ბლინების მოსამზადებლად. ყველა აღფრთოვანებული დარჩება, გპირდებით!

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბლინები

აჟურული ბლინები

ინგრედიენტები:

  • 200 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ფქვილი
  • მარილი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, ცომი მოზილეთ. კვერცხი ათქვიფეთ, მარილი, რძე და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცომი თხევადი და გოროხების გარეშე უნდა გამოვიდეს.
  2. ახლა მთავარი სირთულე, რომ ბლინი აჟურული გამოვიდეს. აიღეთ ბოთლი დოზატორით ან ჩვეულებრივი ბოთლის თავსახური გახვრიტეთ. ცომი ბოთლში ჩაასხით. ბლინები მშრალ ტაფაზე უნდა დააცხოთ. ბოთლით აჟურული ბადე გააკეთეთ.
  3. ბლინები მზადაა. შიგთავსი მრავალფეროვანია. მაგალითად, შეგიძლიათ ბლინებზე სალათის ფურცლები დააფინოთ და უმი შიგთავსი წაუსვათ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ!

ბლინის ხვეულა

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ კაკაო
  • 2-3 ბანანი
  • 100 გრ შოკოლადი
  • ფქვილი
  • მარილი

მომზადება:

  1. კეფირი, კვერცხი, შაქარი, მარილი, კაკაო და ფქვილი აურიეთ. ცომი მოზილეთ. ცომი საშუალო სისქის არაჟნის მსგავსი უნდა გამოვიდეს.
  2. ბლინები დააცხვეთ. ბლინები თხელი უნდა იყოს.
  3. ახლა შოკოლადი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. თითოეულ ბლინს თხევადი შოკოლადი დაასხით.
  4. ბანანი გაასუფთავეთ და ბლინებზე მოათავსეთ. დაახვიეთ, ცოტა გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით. ზემოდან დარიჩინი ან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და შოკოლადი მოასხით. თქვენი ორიგინალური ბლინები მზადაა, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

ცისარტყელას ბლინები

ეს მარტივი და გემრიელი ბლინი ჩვეულებრივ ცხოვრებას ცოტა ფერებს შემატებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 200 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ შაქარი
  • ¼ ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • 1 ჩ/კ საკვები სოდა
  • საკონდიტრო საღებავი
  • მარილი

მომზადება:

  1. ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი აურიეთ. ცალკე კვერცხი, კეფირი, რძე და კარაქი ათქვიფეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ცომი მოზილეთ.
  2. ცომი 7 ნაწილად გაყავით და თითოეული საკონდიტრო საღებავით შეღებეთ. შეგიძლიათ ერთი ფერის გააკეთოთ ან ცისარტყელას ყველა ფერში შეღებოთ – ეს თქვენი გადასაწყვეტია.
  3. ტაფას ცხიმი წაუსვით და ბლინები საშუალო ცეცხლზე თითოეული მხრიდან ზუსტად 2 წუთით შეწვით. ასეთი ფერადი და ლამაზი ბლინები მზადაა! როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბავშვები მასზე უბრალოდ გიჟდებიან! შეგიძლიათ სუფრაზე ბლინები მურაბასთან ან სიროფთან ერთად გაიტანოთ.

ბლინების ტომრები

რეცეპტი ნებისმიერი დღესასწაულისთვის გამოგადგებათ. ლამაზი წასახემსებელი სტუმრებს გააოცებს.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • კამა
  • მწვანე ხახვი

მომზადება:

  1. კვერცხი მარილთან და ნახევარ რძესთან ერთად ათქვიფეთ. თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. დარჩენილი რძე და წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ. აურიეთ.
  2. ახლა მცენარეული ზეთი დაუმატეთ და 7-10 წუთით გააჩერეთ.
  3. თხელი ბლინები გამოაცხვეთ. მათგან ტომრები გააკეთეთ. შიგნით შემწვარი ფარში, ხაჭოს შიგთავსი ან სოკო მოათავსეთ. აქ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ბლინის ტომარა მწვანე ხახვით შეკარით. ყველაფერი მზადაა, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!

კატაეფი

კატაეფი საფუარის ბლინის დესერტია ტკბილი შიგთავსით. შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ათქვეფილი ნაღები, ხაჭო, შოკოლადი, მურაბა, მოხარშული კრემი, ნებისმიერი რამ, რაც მოგწონთ.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ რძე
  • 200 გრ ფქვილი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ მშრალი საფუარი

მომზადება:

  1. საფუარი თბილ წყალში 3-5 წუთით ჩაალბეთ, კარგად აურიეთ. ამ ნარევს რძე, ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. აურიეთ და 30 წუთით დააყენეთ.
  2. ახლა ბლინები მშრალ ტაფაზე აცხვეთ. ეს მხოლოდ ერთი მხრიდან უნდა გააკეთოთ. როცა ზედა ფენა გაშრება – ბლინი მზადაა.
  3. მზა ბლინი შუაზე გაკეცეთ (შემწვარი მხარე შიგნით) და კიდეები შუა ნაწილამდე შეაერთეთ. პაკეტის მსგავსი რამ გამოგივათ. საკონდიტრო შპრიცით შიგთავსით გაავსეთ. დესერტი მზადაა. კაკალი ან შაქრის პუდრა მოაყარეთ და სუფრაზე თამამად გაიტანეთ!

თითოეულ დიასახლისს ბლინების საკუთარი საფირმო რეცეპტი აქვს, რომლის შეცვლაც არ სურს. თუ ასეთი რეცეპტი გაქვთ, მაგრამ სტუმრების გაოცება გსურთ, შეგიძლიათ საკუთარი ბლინები სუფრაზე უჩვეულოდ გაიტანოთ. მაგალითად, მათგან ვარდები გააკეთეთ. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა გააკეთოთ ვარდი ბლინებით.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.