200გ ხაჭო და 4 კვერცხი დაგჭირდებათ ურბილესი ნამცხვრის მოსამზადებლად! ძალიან გემრიელი, მარტივი და სწრაფი.

1131

უგემრიელესი ტორტი, რომლისმომზადებასაც დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით!

“ფიფქი” უნაზესი დესერტია, რომელიც პირში ლღვება!

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 120გ ფქვილი
  • 4კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • კაკაო

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 200გ ხაჭო 9-15%
  • 100-120გ შაქარი
  • 250მლ ნაღები 33%
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი. ნელ-ნელა შეაერთეთ თხელი და ფხვიერი მასა.

3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთი.

4.კრემის მოსამზადებლად ხაჭოს დაუმატეთ შაქარი და ვანილი. ათქვიფეთ ბლენდერით.

5.გაგრილებული ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ხაჭოს მასას.

6.მზა და გაგრილებული კორჟი გაყავით 2 ნაწილად, თითოეულ კორჟზე მოათავსეთ 2/3 კრემი, დააფარეთ მეორე კორჟი. მთლიანი ტორტი დაფარეთ კრემით. მოაყარეთ კაკაო და მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!