20 “ფაქტი” სწორად კვების შესახებ, რომლებზეც ბავშვობაში გატყუებდნენ

1484

როგორც ჩანს, ბავშვობაში ყველას გვატყუებდნენ მშობლები, თითქოს რძე ძვლებს ამაგრებს, ან თითქოს ცხიმიანი საკვები ყოველთვის საზიანოა და ა.შ.

აი, 23 მითი, რომლისაც აღარ უნდა გჯეროდეთ:

1. უცხიმო საკვების მიღების შემთხვევაში იმდენად არ გასუქდებით, როგორც ცხიმიანი საკვების მიღებისას.

დაიმახსოვრეთ: ცხიმების გამო წონაში არ მატულობენ. ცხიმები აუცილებელია ორგანიზმისთვის, ხოლო მის დეფიციტს სხეულში შაქრითა და რაფინირებული ნახშირწყლებით ვავსებთ.

2. ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია, რომ “შეივსოთ ორგანიზმი” ელექტროლიტებით. 

ელექტროლიტები და სპორტული სასმელები ორგანიზმს არაფერს მატებს. სხეული იდეალურად უმკლავდება ელექტროლიტების რეგულაციას ყოველგვარი დახმარების გარეშე. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სპორტსმენები, რომლებიც მარათონის დროს ყველაზე მეტად იკლებენ წონაში, ყველაზე წარმატებულები არიან, ამიტომ, სითხის “სახიფათო” დაკარგვა უბრალო მითია, რომელიც ამ სასმელების გამომგონებლებმა გაავრცელეს.

3. ადამიანმა დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა მიიღოს და შარდი აუცილებლად უფერული უნდა იყოს.

უფერული შარდი იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში წყალი ჭარბადაა. ჩვენს ტვინში არის “წყურვილის ცენტრი”, რომელმაც ზუსტად იცის, რამდენი სითხე სჭირდება ჩვენს ორგანიზმს: თუ თქვენ სითხის მიღება არ გსურთ, ესე იგი, არც არის საჭირო. ნუ იღელვებთ შარდის ფერზე: მუქი ფერის შარდი შესაძლოა დეჰიდრაციის ნიშანი იყოს, იგი ასევე შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი თირკმლები ზოგავს წყალს პლაზმური ხსნარის ოსმოტური კონცენტრაციის მიზნით.

4. საუზმე-ყველაზე მნიშვნელოვანი კვება.

ეს მითი მშრალი მარცვლეულის მწარმოებლების მიერაა მოგონილი და სათანადოდ არ არის შემოწმებული. დამოუკიდებელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება, ხოლო დილით ისაუზმებთ თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თუ თქვენ არ ისაუზმებთ, ძალიან ადრე დაიღლებით და გაღიზიანებული იქნებით, ამიტომ, საუზმის გამოტოვება არ ღირს.

5. მშრალი საუზმე სასარგებლოა.

მშრალი საუზმის უმრავლესობა დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს და მასში სასარგებლო ნივთიერება ძალიან ცოტაა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მშრალი საუზმის მოყვარულები დღის განმავლობაში საშუალოდ 500 კალორიას ღებულობენ და უფრო მეტად იმატებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ხილითა და ბოსტნეულით საუზმობენ. უფრო სასარგებლოა საუზმეზე იოგურტის ჭამა თხილითა და კენკრით, ასე თქვენ მიიღებთ ყველა ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხიმს, ცილასა და ბოჭკოს.

6. 100 %-ით ხილის წვენი სასარგებლოა.

სმუზები, სუფთა წვენები და ხილის წვენები უფრო ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე თვით ხილი. ჩვენი ორგანიზმი სასმელისგან შაქარს თითქმის თანაბრად იღებს, როგორც კოლასგან, ისე ნატურალური წვენისგან. ამიტომ, ხილის წვენი უმეტეს შემთხვევაში მავნეა, ეს იგივეა, რომ დალიოთ წყალი შაქრით, ცილისა და ცხიმის გარეშე.

7. ხემსი სასარგებლოა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი წასახემსი დღის განმავლობაში არაფრითაა მეტად სასარგებლო, ვიდრე სრულყოფილი, სამჯერადი კვება. გარდა ამისა, სნეკები საზიანოც კია. ნამდვილი სასარგებლო საკვები უფრო ანაყრებს ადამიანს და ორგანიზმისთვისაც უფრო სასარგებლოა.

8. შიმშილი ვნებს ჯანმრთელობას. 

დღესდღეობით პოპულარული პერიოდული შიმშილი იცავს ორგანიზმს დიაბეტისგან, მაღალი ქოლესტერინისგან და ზედმეტი ცხიმებისგან. გარდა ამისა, შიმშილი ხელს უწყობს ცილის წარმოებას, რაც აძლიერებს თავის ტვინის ნერვულ კავშირებს და შესაძლოა ჰქონდეს ანტიდეპრესანტული ეფექტი. ზოგადად, იგი საჭმლის მომნელებელ სისტემას აძლევს საშუალებას, რომ დღის განმავლობაში დაისვენოს 12 საათით.

9. თქვენ რაც შეიძლება მეტი ცილა უნდა მიიღოთ.

განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ღებულობს ორგანიზმისთვის საკმარისი ოდენობის ცილას საკვებისგან. ცხოველური ცხიმის ჭარბად მიღება ზრდის ინფარქტის რისკს. ამიტომ, უმჯობესია მცენარეული ცხიმების (ნიგვზის) მიღება, ვიდრე ცხოველურის (ხორცის).

10. დიეტის დროს უნდა იხელმძღვანელოთ კვების პირამიდით.

პირველ რიგში, ეს არა პირამიდა, არამედ სამკუთხედია. შემდგომ: მკვლევარები ამბობენ, რომ არავითარი პირამიდა არ არსებობს, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ერთსა და იმავე პროდუქტზე. და ყველაზე მთავარი: უმჯობესია ხილი და ბოსტნეული უფრო დიდი ოდენობით მიიღოთ, ხოლო პური და კრეკერი საერთოდ ამოიღოთ კვების რაციონიდან.

11. ნატურალური შოკოლადი მავნეა. 

სხვადასხვა შოკოლადის შემცვლელები არა მხოლოდ ნაკლებად გემრიელი, არამედ უაზროცაა. კვლევებმა აჩვენა, რომ შოკოლადი სასარგებლოა გულისთვის და ტვინისთვის, განსაკუთრებით შავი შოკოლადი (კაკაოს 70%-იანი შემცველობით). ხოლო აკნე არაფერ შუაშია შოკოლადის მიღებასთან.

12. იოგურტი ნამდვილად სასარგებლოა. 

ნაყიდი იოგურტის უმრავლესობა სავსეა შაქრით. თუ გიყვართ იოგურტი, შეიძინეთ უბრალო, დანამატების გარეშე. მასში თქვენ თვითონვე შეგიძლიათ თხილის, მზესუმზირის, კენკრისა და სანელებლის დამატება.

13. მარგარინი უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქი, ხოლო მცენარეული ზეთი საზიანოა. 

მარგარინი შესაძლოა შეიცავდეს ტრანს ცხიმებს, რომლებიც ძალიან საზიანოა ადამიანისთვის. გარდა ამისა, მარგარინი მზადდება გაცხელებული მცენარეული ზეთისგან (ჩვეულებრივ პალმის ზეთისგან), რომელიც ძალიან საზიანოა გულისთვის. ხოლო ზეითუნის და სხვა ზოგიერთი მცენარეული ზეთი, სასარგებლო ცხიმებია და ისინი პირიქით, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და აძლიერებენ იმუნიტეტს E ვიტამინით.

14. კვერცხის გულში დიდი ოდენობით ქოლესტერინია, ამიტომ მხოლოდ კვერცხის ცილა უნდა მივირთვათ.

ქოლესტერინი, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, არაფრით ვნებს სისხლში არსებული ქოლესტერინის დონეს. მართალია კვერცხის გულში მართლაც დიდი რაოდენობითაა იგი, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ კვლევას არ უპოვია რაიმე კავშირი კვერცხის ხშირი მიღებისა და კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის.

15. რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყალი უნდა მიიღოთ. 

ყველა ნახშირწყლის შემცველი პროდუქტი საზიანო არ არის: თათაბო, ბანანი, ვაშლი, ლობიო და სტაფილო შეიცავს დიდი ოდენობით ნახშირწყლებს, მაგრამ ისინი სასარგებლოა ნორმალური წნევისა და წონის შენარჩუნებისთვის. ხოლო რაფინირებული ნახშირწყლები თეთრ პურსა და ორცხობილებში თითქმის საერთოდ არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და არ იჟღენთება ორგანიზმში.

16. იმისათვის, რომ დასუსტდეთ, უნდა დათვალოთ კალორიები.

დიეტოლოგები გვირჩევენ, შევაფასოთ მთელი პროდუქტი მთლიანად და არა მხოლოდ დავთვალოთ მისი კალორიები. მაგალითისთვის, ავოკადოს ერთი ნაწილი შეიცავს იმდენივე კალორიას, რამდენსაც 25 ჩიფსი, მაგრამ სამაგიეროდ, იგი უზრუნველგყოფთ კალიუმით, ცილითა და ბოჭკოთი.

17. ფორთოხლის წვენი გეხმარებათ გაციების დროს. 

ფორთოხლის წვენი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, მაგრამ ეს არაფრით ეხმარება ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლაში. ასეთ დროს უმჯობესია მიიღოთ თუთია (ცინკა).

18. მარილი საზიანოა. 

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მარილი საზიანოა და ზრდის სისხლის წნევას ან ინფარქტის რისკს. ალბათ, ადამიანები, რომლებიც დიდი ოდენობით მარილს ღებულობენ, უბრალოდ ნაკლებად მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

19. დიეტური კოლა არ არის საზიანოა. 

ტკბილი გაზიანი სასმელი ისევე არ არის სასარგებლო, როგორც ჩვეულებრივი. 118,000 ქალისა და მამაკაცის 34 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი დოზით ჩვეულებრივი და დიეტური გაზიანი სასმელი თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ქალებისთვის კი დიეტური გაზიანი სასმელი საზიანოც კი აღმოჩნდა.

20. ყავა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. 

მეცნიერები უკვე ათწლეულების განმავლობაში სწავლობენ ყავის გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე და პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ყავა ძალიან სასარგებლოა. ორმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ (ერთში 400 000 ამერიკელი, ხოლო მეორეში-500 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას) აჩვენა, რომ ყავის მოყვარულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა მიზეზით უფრო დაბალია, ვიდრე სხვა დანარჩენში. თუმცა, კოფეინის გადაჭაბებულმა დოზამ შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც გამოიღოს, რაც სტრესისა და თავის ტკივილის სახით გამოვლინდება.