2 ფირფიტა, ნიგოზი, კრემი – ყველაფერი, რაც იდეალური ტორტისთვის გჭირდებათ

2023

დიდი ალბათობით, საკუთარი საფირმო ტორტის რეცეპტი გაქვთ და შინაურები ხშირად გთხოვენ მის გამოცხობას. დაგვეთანხმეთ, რომ ვერანაირი ძვირად ღირებული ნაყიდი ტორტი ვერ შეედრება შინ გამომცხვარს.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ მარტივი ტორტი, რომელიც კულინარიულ წიგნებში მოწინავე პოზიციას იკავებს. მასში მხოლოდ 2 ფირფიტაა, მაგრამ შიგნით არა უბრალო კრემი, არამედ, ფორთოხლით დანამული ხრაშუნა თხილის ფენაა.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 200 გრ კეფირი
  • 300 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 4  კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 120 გრ კარაქი
  • 220 მლ რძე
  • 200 გრ არაჟანი
  • ვანილი გემოვნებით
  • 8 ს.კ. ფორთოხლის წვენი
  • 1,5 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 100 გრ ნიგორი
  • 60 გრ ვაფლი

მომზადება

  1. ათქვიფეთ 2კვერცხი, 150 გრ შაქარი და დარიჩინი, დაამატეთ სოდიანი კეფირი.
  2. თანდათანობით დაუმატეთ 200 გრ ფქვილი, 80 გრ მდნარი კარაქი, კარგად მოურიეთ.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, დაასხით ცომი და კარგად გაათანაბრეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
  4. მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ 2 კვერცხი, დაამატეთ არაჟანი, 150 გრ შაქარი, ვანილი და 100 გრ ფქვილი. კარგად მოურიეთ.
  5. 200 მლ რძე გააცხელეთ. ნახევარი რძე დაამატეთ კრემში, მოურიეთ შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება.
  6. შეურიეთ შაქრის პუდრი და ფორთოხლის წვენი – ეს იქნება ფირფიტის დასანამი. დაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ 40 გრ კარაქი და 20 მლ რძე.
  7. მოხალეთ ნიგოზი, მსხვილად დაჭერით, შეურიეთ შოკოლადს, დაუმატეთ დაფხვნილი ვაფლი.
  8. მზა გაცივებული ფირფიტას მოაჭერით კიდეები (მოსაყრელად გამოგადგებათ), გაჭერით ორ ნაწილად. მოასხით ფორთოხლის სანამი.
  9. ფირფიტას წაუსვით ნიგვზის შიგთავსი, შემდეგ კრემი. დატოვეთ რამდენიმე კოვზი გარედან წასასმელად.
  10. დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაფხვნილი ფირფიტის ნარჩენები. შედგით ტორტი მაცივარში 2-3 საათით.

ნუ შეგაშნებთ მომზადების 10 პუნქტი დრო უფრო მალე გავა, ვიდრე ეს თეორიულად ჩანს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!