დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ტკბილეულის მოყვარულებს გაგახარებთ და ქიშმიშიანი კექსის რეცეპტს გიზიარებთ. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ და სიამოვნებით მოამზადეთ!
ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ კარაქი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- ½ ჩ/კ სოდა
- მარილი გემოვნებით
- ქიშმიში, გარგარის ჩირი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქიშმიშს ან გარგარის ჩირს ცხელი წყალი დაასხით და დააყენეთ.
- ყველა ინგრედიენტი, ქიშმიშის გარდა, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ახლა ქიშმიში დაუმატეთ და აურიეთ.
- ცომი ფორმებში გადაანაწილეთ და 180 გრადუსზე აცხვეთ.
- გემრიელად მიირთვით!
კიდევ ერთი გემრიელი კექსის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია.
ხაჭოს კექსი ქიშმიშით, ცუკატებით და კაკლით
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 200 გრ მარცვლოვანი ხაჭო
- 100-200 გრ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 150 გრ კარაქი
- 200 გრ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ცუკატი, ქიშმიში, კაკალი სურვილის მიხედვით
მომზადების წესი:
- კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შაქარი გემოვნებით აიღეთ. თუ ძალიან ტკბილი დესერტი გიყვართ, 200 გრ დაუმატეთ, თუ ოდნავ დამტკბარი – 100-150 გრ. ამის შემდეგ ხაჭო, გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ვანილის შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ფორმების 2/3 ნაწილი ცომით გაავსეთ. თუ სილიკონის ფორმა არ გაქვთ ან ქაღალდის საფენებს არ იყენებთ, ფორმას ზეთი აუცილებლად წაუსვით. 180 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ.
- მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
გირჩევთ, კექსები გააგრილოთ და შემდეგ მიირთვათ. ვფიქრობ, ასე უფრო გემრიელია!