1 შეფუთვა ხაჭო, 1 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხი და 2 ს/კ არაჟანი უგემრიელესი ქიშმიშიანი კექსისთვის

3623

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ტკბილეულის მოყვარულებს გაგახარებთ და ქიშმიშიანი კექსის რეცეპტს გიზიარებთ. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ და სიამოვნებით მოამზადეთ!

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ კარაქი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • მარილი გემოვნებით
  • ქიშმიში, გარგარის ჩირი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქიშმიშს ან გარგარის ჩირს ცხელი წყალი დაასხით და დააყენეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი, ქიშმიშის გარდა, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ახლა ქიშმიში დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ცომი ფორმებში გადაანაწილეთ და 180 გრადუსზე აცხვეთ.
  5. გემრიელად მიირთვით!

კიდევ ერთი გემრიელი კექსის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია.

ხაჭოს კექსი ქიშმიშით, ცუკატებით და კაკლით

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 200 გრ მარცვლოვანი ხაჭო
  • 100-200 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ცუკატი, ქიშმიში, კაკალი სურვილის მიხედვით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შაქარი გემოვნებით აიღეთ. თუ ძალიან ტკბილი დესერტი გიყვართ, 200 გრ დაუმატეთ, თუ ოდნავ დამტკბარი – 100-150 გრ. ამის შემდეგ ხაჭო, გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  2. ვანილის შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ფორმების 2/3 ნაწილი ცომით გაავსეთ. თუ სილიკონის ფორმა არ გაქვთ ან ქაღალდის საფენებს არ იყენებთ, ფორმას ზეთი აუცილებლად წაუსვით. 180 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ.
  3. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

გირჩევთ, კექსები გააგრილოთ და შემდეგ მიირთვათ. ვფიქრობ, ასე უფრო გემრიელია!