მარტივი და ჰაეროვანი ბისკვიტის რეცეპტი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 150გ
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 150გ
მომზადება
- ბისკვიტისთვის დაგჩირდებათ სამი ინგრედიენტი: ფქვილი, შაქარი და კვერცხი.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი.
- მოაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. ჯერ დაიწყეთ დაბალი სიჩქარით, ხოლო შემდეგ გაზარდეთ.
- კვერცხი უნდა ათქვიფოთ მაქსიმალურად.
- ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.
- მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა.
- გაოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი (გვერდებს).
- ზეთით დამუშავებულ ფორმას მარტივად მიეკრობა პერგამენტი.
- ცომი გადაიტანეთ ფორმაში.
- გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 55 წუთი.
- გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- სრულ გაგრილებას 6 საათი სჭირდება.
გემრიელად მიირთვით!