ტკბილეული ყველას უყვარს. სახლში მომზადებულ დესერტზე გემრიელი არაფერია. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ ხშირად გავახარო ჩემი ოჯახის წევრები. დღეს ჩვენ საოცარ ხაჭოს დესერტს მოვამზადებთ.
ინგრედიენტები
- 400გ ხაჭო
- 200გ არაჟანი
- ანანასის ქილაში
- 0,5ლ ანანასის წვენი
- 25გ ჟელატინი
- 1/2 ქილა შედედებული რძე
- ვანილი გემოვნებით
- ქიშმიში გემოვნებით
მომზადება
1.გაალღვეთ ჟელატინი ანანასის წვენში და დაელოდეთ 1 საათი.
2.ამასობაში ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ ხაჭო, ვანილი, შედედებული რძე და არაჟანი.
3.ამოფუებული ჟელატინი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე, დაელოდეთ მის გალღვობას.
4.შეაერთეთ ათქვეფილი ხააჭოს მასა, ოთხკუთხედად დაჭრილი ანანასი და ამოფუებული ჟელატინი. დაუმატეთ ქიშმიში, რომელიც წინასწარ უნდა დაარბილოტ ცხელ წყალში.
5.ხაჭოს დესერტიმოათავსეთ ჯამში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!