ჰაეროვანი შარლოტა ტაფაზე: ხილის დესერტის ორიგინალური რეცეპტი

1286

Gastronomia.ge–ს რედაქცია სამზარეულოში ექსპერიმენტებს ყოველთვის მიესალმება! დღეს ცნობილი დესერტის განსხვავებულ შესრულებას გიზიარებთ. ჰაეროვანი შარლოტა ტაფაზე უჩვეულოდ ნაზი ტკბილეულია, რომელიც უფრო სწრაფად გამოცხვება, ვიდრე ღუმელში.

არომატული დესერტის მომზადების პროცესი საინტერესო და მარტივია. პირველი ეტაპები ზუსტად ისეთია, როგორც კლასიკურ რეცეპტში. ვაშლი უნდა დაჭრათ და საჭირო კონსისტენციის მასა მოზილოთ. ერთადერთი განსხვავება შემდეგი მოქმედებაა. ვაშლი არა საცხობ ფორმაში, არამედ ტაფაზე უნდა დააწყოთ და ცომი დაასხათ. ამის შემდეგ სუსტ ცეცხლზე ქურაზე გამოაცხოთ და არა ღუმელში. საინტერესოა, ასეა?

შარლოტა ტაფაზე: როგორ მოვამზადოთ

მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამ მეთოდით შარლოტის მოსამზადებლად გამოიყენეთ კარგი ტაფა, რომელსაც სქელი ძირი და გვერდები აქვს. ნერვიულობა არ მოგიწევთ, რომ დესერტი შეიძლება დაიწვას.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • მწიკვი ვანილი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 30 გ კარაქი
  • 120 გ შაქარი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ვაშლი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი და ვანილი ღრმა თასში მოათავსეთ და ათქვიფეთ.

2. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. საშუალო სისქის ცომი მოზილეთ.

3. ვაშლი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შუაგული მოაჭერით და ხილი საშუალო ნაჭრებად დაჭერით. ტაფას რბილი კარაქი უხვად წაუსვით და ვაშლის ნაჭრები ჩააწყვეთ.

4. ზემოდან ცომი დაასხით. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 15-20 წუთით აცხვეთ.

5. ამის შემდეგ პეროგი ფრთხილად გადააბრუნეთ. კვლავ თავსახური დაახურეთ და 10 წუთით სუსტ ცეცხლზე აცხვეთ.

სუფრაზე გატანის წინ ტაფიდან ამოიღეთ და გააფორმეთ. მზა დესერტს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ზემოდან რამდენიმე ახალი პიტნის ფოთოლი დაუმატეთ. ხილის პეროგი ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია. გემრიელად მიირთვით!