ჰაეროვანი კექსი მომნუსხველი შიგთავსით: შოკოლადის ზღვა ყოველ ლუკმაში

2954

ცნობილია, რომ ძველი რომაელები ბროწეულის მარცვლებს ურევდნენ თხილთან, ქიშმიშთან,ქერის პიურესთან, ასხამდნენ მართკუთხა ფორმაში და შემდეგ აცხობდნენ. ალბათ ეს იყო პირველი კექსები. მას მერე რეცეპტმა უამრავი ცვლილება განიცადა, თუცა, მომზადების პრინციპი იგივე დარჩა.

როგორც უკვე მიხვდით,დღეს ჩვენ კექსებს გამოვაცხობთ, მაგრამ არა ჩვეულებრივს, არამედ საინტერესო შიგთავსით. ჰაეროვანი, ნაზი კექსი რძიანი სქელი კრემით  გურმანების ნამდვილი ოცნებაა. კექსი საკმაოდ მარტივად მზადდება, შედეგი კი ნამდვილად აღაფრთოვანებს.

ინგრედიენტები

  • 330 გრ ფქვილი
  • 50 გრ კაკაო
  • 300 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 600 მლ რძე
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწ ვანილინი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 2 კვერცხის გული

მომზადება

1. კრემისთვის მოურიეთ კვერცხის გულები, ვანილის შაქარი და ჩვეულებრივი შაქარი. დაუმატეთ 30 გრ ფქვილი და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ მუდმივად და დაუმატეთ 500 მლ რძე. ადუღეთ შესქელებამდე, გადმოდგით და გააცივეთ.

2. ცომისთვის განაცალკევეთ 3 კვერცხის გული და ცილა. კარგად ათქვიფეთ ცილა. ცალკე ათქვიფეთ გულები 250 გრ შაქართან და ვანილინთან. გულებს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ფქვილის, კაკაოსა და გამაფხვიერებელის ნაზავი. შეურიეთ მასა კვერცხის ცილას.

3. კექსის ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაასხით ცომის ნახევარი, შემდეკ კრემი და ბოლოს დარჩენილი ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით. მირთმევამდე ოდნავ გააცივეთ.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!