ჰაეროვანი და გემრიელი ფუნთუშები 15 წუთში

1720

ძალიან მარტივი რეცეპტი სწრაფი ფუნთუშებისთვის კეფირზე.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • კეფირი 250მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი 1 შეკვრა
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი (ცომისთვის)
  • შაქრის ფხვნილი
  • მცენარეული ზეთი (შეააწვავად)

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით კეფირი, მოაყარეთ შაქარი და ვანილი.
  2. დაუმატეთ კვერცხი და მარილი. კარგად მოურიეთ.
  3. დაუმატეთ მცენარეული ზეთი და სოდა. ისევ მოურიეთ.
  4. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  5. მზა ცომი გააბრტყელეთ 1სმ ფირფიტად.
  6. ამოჭერით ფუნთუშები (სასურველი ფორმის).
  7. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
  8. შემწვარი ფუნთუშები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმერი ზეთი.
  9. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!