თუ სახლში ზედმეტი ჯემი გაქვთ და არ იცით სად წაიღოთ, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად დაგეხმარებათ. დღეს ჩვენ უგემრიელეს მარმელად მოვამზადებთ, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ნებისმიერი ჯემი
- 4 ჩაის კოვზი ჟელატინი
- 1,5 ჭიქა წყალი
- 0,5 ლიმონი
- სიმითის მარცვლები
მომზადება
1.ჟელატინს მოასხით 0,5 ჭიქა თბილი წყალი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას.
2.დარჩენილი 1 ჭიქა წყალი ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ ჯემი. წამოადუღეთ. აადუღეთ 4 წუთი და შემდეგ გააგრილეთ.
3.გამოწურეთ ლიმონი და დაუმატეთ უკვე ამოფუებულ ჟელატინს. ჟელატინის მასა და წყალი დაუმატეთ ჯემს. მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და გააგრილეთ 2-3 საათი.
5.მარმელადი შეგიძლიათ ამოავლოთ გახეხილ ქოქოსში ან შაქარში.
გემრიელად მიირთვით!