ძალიან ბევრმა დიასახლისმა იცის ჩებურეკის მომზადება, ყველას განსხვავებული და თავისებური გამოსდის.
ამ კერძში ცომის სწორად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.
ინგრედიენტები
ცომისთვის:
- ფქვილი 3,5 ჭიქა
- 1 კვერცხი
- 1 ჭიქა წყალი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის რაფინირებული ზეთი
- 2 სუფრის კოვზი არაყი
გულსართისთვის:
- ფარში 600გ
- ხახვი 600გ
- მარილი/წიწაკა
- კარაქი 50გ
მომზადება
- აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, ზეთი და ჭიქა ფქვილი. მოურიეთ სწრაფად.
- გაგრილებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, არაყი, ფქვილი. აუცილებლად გამოიყენეთ გაცრილი ფქვილი.
- ნამიანი პირსახოცი გადააფარეთ ცომს 40-50 წუთი.
- ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და გახეხილი ხახვი. მოურიეთ.
- თუ სახლში მომზადებული ფარში გაქვთ დაუმატეთ წყალი, რათა უფრო წვნიანი გახდეს.
- გააბრტყელეთ და ამოჭერით ცომი მრგვლად. ერთ მხარეს მოათავსეთ გულსართი და პატარა კარაქის ნაჭერი. დააფარეთ ცომი და დააფიქსირეთ.
- შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!