ძალიან გემრიელი კრეკერ-ორცხობილა. გემრიელად ახრაშუნეთ!
მზადდება სწრაფად და მარტივად.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 150გ
- ყველი 100გ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 100გ
მომზადება
- მსხვილად გახეხეთ კარაქი, სხვა ჯამში გახეხეთ ყველი.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და გაცერით.
- ფქვილის მასას დაუმატეთ შაქარი.
- იმავე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ ყველი და კარაქი.
- მოზილეთ ცომი და დააბურთავეთ.
- სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გადაიტანეთ ცომი.
- გააბრტყელეთ ცომი 2-3მმ სისქეზე.
- ამოჭერით მრგვლად.
- გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15 წუთი.
- ამ მეთოდით შეგიძლიათ გამოაცხოთ სხვადასხვა გემოს კრეკერები.
გემრიელად მიირთვით!