სამსახურიდან მოსულს ძალიან მეზარება რთული კერძების მომზადება, მაგრამ ასეთი მარტივი რეცეპტების დამსახურებით უსწრაფესად ვამზადებ საოცარ კერძებს.
შიგთავსი შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის საყვარელი ინგრედიენტებისგან, მაგალითად დღეს მე გამოვიყენებ კომბოსტოს.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 2 ჭიქა ფქვილი
- 125მლ რძის შრატი ან წყალი
- 1 კვერცხის გული
- 125მლ მცენარეული ზეთი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთვსისთვის
- 650გ კომბოსტო
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- მწვანე ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.შრატში გახსენით მარილი. სხვათაშორის, შრატი სამწუხაროდ ძალიან დაუფასებელი პროდუქტია. სწორედ მასში შედის კალცის ძალიან დიდი რაოდენობა, ასევე ვიტამინი B და ცილა.
2.ჩააღრმავეთ ფქვილი, ჩაასხით შრატის მასა და ზეთი. მოურიეთ.
3.მასა მოათავსეთ მაგიდაზე და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. არ დაუმატოთ ფქვილი.
4.ცომი შეფუთეთ პაკეტში და დაელოდეთ ამოფუებას.
5.წვრილად დაჭერით ხახვი. სტაფილო მსხვილად გახეხეთ.
6.დააქუცმაცეთ კომბოსტო.
7.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ხახვი.
8.დაუმატეთ სტაფილო და დაელოდეთ 2-3 წუთი.
9.დაუმატეთ კომბოსტო, მოთუშეთ, ბოლოს დაუმატეთ მარილი და მწვანე ხახვი.
10.ცომი გაყავით 15-16 ნაწილად.
11.თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
12.მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში და კონვერტისებურად შეკარით ცომი.
13.ფუნთუშები გადაიტანეთ პერგამენტიან ფორმაზე.
14.გაოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
15.გემრიელად მიირთვით!