ხმელი პურით მთელი მთა გემრიელი ბლინები დავაცხვე

1373

ვისაც ცრურწმენების სჯერა, იცის, რომ პურის გადაგდება არ შეიძლება. ასეთ მოქმედებას სახლიდან სიმდიდრე გააქვს. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ პროდუქტებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაგდებ. გულწრფელად რომ გითხრათ, ხმელი პურის გამოყენება ყველაზე მარტივია. მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ პიცა, ცხელი ბუტერბროდი, ფარშირებული ბაგეტი და ბლინები. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ბლინები ხმელი პურიდან.

გაფრთხილებთ: ხმელი პურის ბლინები კლასიკურზე რთულად ცხვება, იფშვნება. მარტივი საქმეა, უბრალოდ უნარები უნდა გამოიმუშავოთ. გემოთი ჩვეულებრივ ბლინს და პურის კვერს ჰგავს. მზად ხართ ცადოთ?

ინგრედიენტები:

  • 200 გ პური
  • 600 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით
  • 4 კვერცხი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. პური ხელით დააქუცმაცეთ და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. კვერცხი ჩაატახეთ, მწიკვი მარილი და რძე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ბლინის მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ.

2. მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.

3. ტაფას მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომის თხელი ფენა დაასხით და სუსტ ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ახლა გადააბრუნეთ და მეორე მხარეც შეწვით.

ამ რეცეპტით დაახლოებით 16 ბლინის ფენა გამოდის. ცხობისას რამდენიმე ცალი შეიძლება გაგიფუჭდეთ, რომლებიც მაშინვე შეგიძლიათ მიირთვათ. ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ. გემრიელად მიირთვით!