ხახვის უგემრიელესი ცხობილა ტაფაზე

1505

ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ხახვის ცხობილები. მისი მომზადება უმარტივესად შეგიძლიათ, მაგრამ შედეგით გულგრილი ვერ დარჩებით. გარედან ხრაშუნა, შიგნით კი საოცრად ნაზია.

ინგრედიენტები

  • ხახვი 400გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხაჭო 60გ
  • ხორბლის ფქვილი 120გ
  • ოხრახუში
  • პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.გაასუფტავეთ 4-5 ხახვი. დაჭერით წვრილ კუბიკებად და მოათავსეთ ღრმა ჯამში. გამოწურეთ ხელით. დაუმატეთ კვერცხი და ხაჭო.

2.კარგად მოურიეთ პროდუქტებს. მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანილი, მარილი და სანელებლები. ჯამში გაცერით ფქვილი. მოურიეთ.

3.თქვენ უნდა მიიღოთ სქელი ცომი. ტაფას წაუსვით ცხიმი, გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. მოათავსეთ მასზე ცომი.

4.შეწვით ორივე მხრიდან. მზა კერძი გადაიტანეთ თეფშზე და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!