ხაჭოს ხრაშუნა ორცხობილები „ყურები“. მაღაზიაში ნაყიდზე უფრო გემრიელია

320

დედას ორცხობილები „ყურები“ ძალიან უყვარს. მისთვის საუკეთესო საჩუქარია. ასევე ხაჭოს ტკბილეულს უპირატესობას ანიჭებს. გადავწყვიტე გავახარო გემრიელი სასუსნავით, სადაც მისი ორი საყვარელი დესერტი გაერთიანებულია. ყველაფერი გამომივიდა.

ხაჭოს ორცხობილების „ყურების“ მომზადების იდეა ერთ–ერთ კულინარიულ გვერდზე ვნახე. ხაჭოს წყალობით ცომი ფენოვანი, ხრაშუნა და ოქროსფერი გამოდის. გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს, რომლითაც ასჯერ უფრო გემრიელი ორცხობილა გამოდის, ვიდრე მაღაზიაში იყიდება.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხაჭო
  • 260 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხაჭო ჩანგლით დაჭყლიტეთ, მწიკვი მარილი, კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  2. გამაფხვიერებელი დაუმატეთ. მის ნაცვლად ძმრით ჩამქრალი სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მსგავსი ეფექტი აქვს. გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომელთაც ძალიან მგრძნობიარე რეცეპტორები აქვთ, მის გემოს გრძნობენ. ზოგს სოდის სპეციფიკური გემოს ატანა არ შეუძლია, თუნდაც ძმრით ჩამქრალი იყოს. ამ შემთხვევაში გამაფხვიერებლის გამოყენებას გირჩევთ.
  3. ფქვილი გაცერით და ხაჭოს დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ. მართკუთხედის ფორმა მიეცით, პარკში გაახვიეთ და 30 წუთი მაცივარში შეინახეთ.
  4. სანამ ფენოვან ორცხობილებს მოამზადებთ, შაქრის მოსაყრელი გააკეთეთ. შაქარი და ვანილი, გემოვნებით დარიჩინი აურიეთ.
  5. ცომი გააბრტყელეთ და შაქარი მოაყარეთ. გაბრტყელებული ცომის სისქე ზუსტად 3 მმ უნდა იყოს. თხელი ფირფიტის ერთი კიდე რულეტის შუა ნაწილისკენ დაახვიეთ. შემდეგ იგივე მოპირდაპირე კიდეზე გაიმეორეთ.
  6. მიღებული რულეტი 1,5 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. სურვილისამებრ, თითოეულ ნაჭერს შაქარი მოაყარეთ. სანამ ორცხობილებს საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. თითოეულს ერთი მხრიდან ფქვილი მოაყარეთ.
  7. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. 15-20 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

ასე მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ ორცხობილები ჩაიზე მისაყოლებლად. ორცხობილის რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ დამწყებიც გაუმკლავდება. ტკბილეულის მოყვარულები ამ შესანიშნავ ცომეულს დადებითად შეაფასებენ.