ეს ტორტი გასაოცარია იმით, რომ მზადდება ,მშრალ ტაფაზე. მათი განსხვავებული ვანილის არომატი საოცარ გემოთა ჰარმონიას ქმნის.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 320გ ფქვილი
- 220გ ხაჭო
- 180გ შაქრის ფხვნილი
- 10გ სოდა
- ცოტა ძმარი
- 1 კვერცხი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 0,5ლ რძე
- 200გ შაქარი
- 20გ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 1გ ვანილი
ინგრედიენტები დეკორისთვის
- 50გ დაფქული ნიგოზი
- 60გ გახეხილი შოკოლადი
მომზადება
1.მოამზადეთ კრემი. შაქარს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და ვანილი. ნელ-ნელა ჩაასხით რძე, ურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს. 5 წუთი დაასვენეთ კრემი.
დაუმატეთ ხაჭო და ძმრით გააქტიურებული სოდა.
2.ათქვიფეთ კვერცხი, შაქრის ფხვნილი და ფქვილი.
3.მოზილეთ ცომი, გაყავით რამდენიმე ნაწილად.
4.თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
5.შეწვით მშრალ ტაფაზე.
6.წაუსვით კრემი.
მოაყარეთ დაფხვნილი შოკოლადი, ქოქოსი ან ნიგოზი. შეგიძლიათ გააფორმოთ ხილითაც.
გემრიელად მიირთვით!