ხაჭოს ნამცხვარი შოკოლადით: “ზებრაზე” გაცილებით მარტივი და გემრიელი

2507

სადესერტო კულინარია უკიდურესობებში ვარდება: ეს ან ხელოვნების ნიმუშია, ან იმაზე უფრო სწრაფად და მარტივად მზადდება, ვიდრე მაღაზიაში ჩახვიდე რაიმე ნამცხვრის საყიდლად. ყოველთვის უკეთესია ოქროს შუალედის მოძებნა, როგორც ეს ჩვენი დღევანდელი ხაჭოს ნამცხვრის შემთხვევაშია.

მარმარილოსებრი ნამცხვარი იზიდავს გარეგნულადაც, მომზადებას კი კლასიკური ხაჭოს დესერტზე 3 წუთით მეტი სჭირდება. ასეთი ეფექტის მისაღებად, ხაჭოს მასას შოკოლადი ემატება. ორი ცომი რიგრიგობით ისხმევა ფორმაში, შემდეგ კი კბილის ჩხირით ქაოტური ნახაზების შექმნა შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 650 გრ ხაჭო
  • 4 კვერცხი
  • 90 გრ შაქარი
  • 4 ს.კ. სახამებელი
  • 100 მლ ნაღები
  • 60 გრ რძიანი შოკოლადი

მომზადება

  1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ათქვიფეთ ცილა და შედგით მაცივარში. ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი, ხაჭო და სახამებელი.
  2. ფრთხილად დაუმატეთ მასას ცილა, შემდეგ გაყავით ორ ნაწილად.
  3. დაადნეთ რძიანი შოკოლადი ნაღებში, ჩაასხით ხაჭოს მასის ერთ-ერთ ნაწილში, კარგად მოურიეთ. შემდეგ რიგ-რიგობით დაასხით კარაქ წასმულ საცხობ ფორმაზე ორივე სახის მასა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და კიდევ 1 საათი დატოვეთ ნამცხვარი.

თუ გსურთ, შოკოლადი კაკაოთი ჩაანაცვლოთ, დაიცავით შემდეგი პროპორციები: 60 გრ შოკოლადის ნამცვლად გამოიყენეთ 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი. თეთრ მასაშიც გირჩევთ ვანილი დაუმატოთ. ეს მარტივი დესერტი ასევე არაჩვეულებრივია კენკრით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!