ხაჭოს კლასიკური მობრაწულა ქიშმიშით

869

ხაჭოს მობრაწულას ეს რეცეტი ქიშმიშით თითქმის კლასიკურია. დამატებითი ინგრედიენტების სახით მასში არჟანი და გამაფხვიერებელია, რომლებიც მობრაწულას უფრო ტექსტურულს ხდიან.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხაჭო
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭ შაქარი
  • 5 ს.კ. ფქვილი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 გრ არაჟანი
  • 100 გრ ქიშმიში

მომზადება

1. ათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი და შაქარი, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ ათქვიფეთ.

2. გახეხეთ ერთი ლიმონის ცედრა. გარეცხეთ ქიშმიში თბილი წყლით. დაუმატეთ ინგრედიენტები ხაჭოს მასას.

3. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. დაასხით მასა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!