ხაჭოს კვერი, რომელსაც არ სჭირდება შეწვა. ეს რეცეპტი ნებისმიერ კერძს აქცევს დიეტურს!

1149

ყველეული – ხაჭოსგან მომზადებული უგემრიელესი კერძია. მე ძალიან მიყვარს ეს დესერტი, მაგრამ ზეთში შემწვარ კერძებს ვერიდები კალორიების გამო.

ეს რეცეპტი დიეტური კერძების მოყვარულთათვის შეიქმნა.

მისი მომზადება ღმელშიც შეიძლება ზეთის გარეშე. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

  • 200გ ხაჭო
  • მწიკვი ვანილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი მანანის ბურრული
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • არაჟანი შაქართან ერთად

მომზადება

1.ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი. კარგად მოურიეთ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

2.რბილი და თბილი კარაქი, არაჟანი და მანანის ბურღული შეიყვანეთ ცომში.

3.კექსის ფორმებს წაუსვით ზეთი, ფღთხილად ჩაასხით ცომი. შეგიძლიათ გააფორმოთ ნიგვზით ან ნუშით.

4.გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 20 წუთი.

5.მზა დესერტი გადმოიტანეთ ფორმიდან.

ამ დსერტს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები, არაჟანი ან ჯემი. შეგიძლიათ გააფორმოთ ცხელი შოკოლადით, კენკრით, სიროპით ან თაფლით.

გემრიელად მიირთვით!