ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ყოველ პარასკევს, სადილის შემდეგ, ხაჭოს 1 კვერცხს ვურევ, შემდეგ ვჭრი ვაშლს თხელ ფირფიტებად და შაქარსა და დარიჩინს ვაყრი, ამ ყველაფერს კი უგემრიელესი ვაშლის ღვეზელის მოსამზადებლად ვაკეთებ – ხაჭოს კონვერტები ძალიან რბილი და გემრიელი გამოდის!
მათში ყველაფერი არომატული და გემრიელია თავმოყრილი: ხაჭო და ვანილი, ვაშლი და დარიჩინი. სახლში ისეთი არომატი დგება, რომ ვერც წარმოიდგენთ….
ფუნთუშები ხაჭოს ცომით
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოამზადოთ ხაჭოს კონვერტები ვაშლით.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 200 გრამი ხაჭო
- 100 გრამი შაქარი
- 1 კვერცხი
- 70 მილიგრამი მცენარეული ზეთი
- 300 გრამი ფქვილი
- 3-5 გრამი ვანილი
- 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები გულსართისთვის:
- 2 ვაშლი
- 0.5 ლიმონი
- 3 სუფრის კოვზი შქარი
- 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
ინგრედიენტები მოსართავად
- 1 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი ყაყაჩო
მომზადების წესი
1. ღრმა ჯამში აურიეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი და ვანილი. კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. ხაჭოს მასაში გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაამატეთ. მოზილეთ რბილი მაგრამ, ისეთი ცომი, რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. გადააფარეთ ცომს საკვები ცელოფანი ან პირსახოცი და 20 წუთით დატოვეთ.
3. გულსართისთვის, საშუალო მოცულობის ჭურჭელში აურიეთ შაქარი დარიჩინით. გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით ვაშლი პატარა 5 მილიმეტრის სისქის ფირფიტებად. გადაალაგეთ ვაშლი ჯამში და რომ არ გაშავდეს ლიმონის წვენი მოასხით.
4. ცომი 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. გააბრტყელეთ ერთი ნაწილი 5 მილიმეტრის სისქზე, სიგანე კი 24-25 სანტიმეტრის სიგანის უნდა იყოს, დაჭერით 8 ნაწილად.
5. ყოველი ნაწილი შუაში, წვეტიანი მხრიდან 2 სანტიმეტრის მოშორებით 2-3 ადგილას ჩაჭერით. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
6. ცომის ფართო მხარეს 3-4 ვაშლის ფირფიტა დადეთ, ზემოდან შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.
7. მოახვიეთ ცომი ვაშლს, როდესაც სამივე ნაჭერს გადაახვევთ, იგივე გაიმეორეთ ცომის მეორე ნაწილთანაც. თქვენ ჯამში 16 ღვეზელი უნდა გამოგივიდეთ.
8. გადაალაგეთ ღვეზელები პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი. ხაჭოს კონვერტები წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
9. სულ ეს არის, ხაჭოს კონვერტები ვაშლით მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ასეთი ხაჭოს კონვერტები მთელს ოჯახს მოეწონება, ისინი მოსაწყენ, ცივ საღამოებს გაახალისებენ და ბედნიერად და მყუდროდ გადააქცევენ.