ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

935

ხაჭოსგან უამრავ დესერტს და კერძს ვამზადებ. ძალიან მიყვარს მარტვად და სწრაფად მზადებადი ტკბილეული.

ნაზი მასა, რომელიც ძალიან გავს ჩიტის რძეს. ბავშვებს ეს დესერტი ძალიან მოსწონთ!

რეკომენდაცია: გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ხაჭო!

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • შაქარი 50-60გ
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი შოკოლადი 80გ
  • მარილი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, ვანილი და სოდა. ათქვიფეთ ,ასა ბლენდერით.

2.მასა მოათავსეთ ღრმა და სქელ ქვაბში. მოამზადეთ ცეცხლზე 5-7 წუთი, ურიეთ განუწყვეტლივ.

3.ხაჭოს გალღვობის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. დაუმატეთ შოკოლადი და კარაქი.

4.მოურიეთ მასას, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, სრულად გაგრილების შემდეგ შეინახეთ მაცივარში 1-2 საათი.

გემრიელად მიირთვით!