ამ გემოს დავიწყება შეუძლებელია, თუნდაც მრავალი წლის მერე, რადგან პირველი სიყვარული დაუვიწყარია. ნაზი ხაჭოს ტექსტურა, ფხვიერი ცომის მსუბუქი ფანტელები და რაც მთავარია – მომზადების იოლი წესი – იდეალური დესერტის ფორმულაა.
“გასტრონომიას“ რედაქციამ მადისაღმძვრელი ნამცხვრის რეცეპტი მოგიმზადათ. თუ ცომში ცოტაოდენ სოდასა და ლიმონის წვენს დაუმატებთ, პეროგი კიდევ უფრო ფაფუკი გამოვა.
ინგრედიენტები
- 200 გრ ხორბლის ფქვილი
- 5 ს.კ. ნაღები
- 70 გრ კარაქი
- 1 კვერცხი
- 180 გრ ხაჭო
- 100 გრ შაქარი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მომზადება
- ვამზადებთ ცომს. შეურიეთ ფქვილი, კვერცხი, 50 გრ შაქარი, დამდნარი კარაქი, 1 ს.კ. ცხიმიანი ნაღები და გამაფხვიერებელი. მოზილეთ მაგარი ცომი, შეახვიეთ პოლიეთილენში და შედგით მაცივარში 15 წუთით.
- ხაჭოს შიგთავსი: შეურიეთ ცხიმიანი ხაჭო, 4 ს.კ. ნაღები და 50 გრ კარაქი. ათქვიფეთ ბლენდერით.
- გამოიღეთ ცომი და გაყავით შუაზე. აიღეთ საცხობი ფორმა.
- ცომის ერთი ნაწილი გახეხეთ მსხვილი სახეხით და გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე. ასევე დაამუშავეთ მეორე ნაწილიც და გადადეთ.
- ზემოდან წაუსვით ხაჭოს მასა თანაბრად. მოაყარეთ ცომის მეორე ნაწილი.
- შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
ხაჭოს გახეხილი პეროგი მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ ცხლად. გაუზიარეთ ამ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტი მეგობრებს.