ფელამუშს დასავლეთ საქართველოში, ახალი ყურძნის წვენისა და სიმინდის ფქვილისაგან ამზადებენ. ძალიან არომატულია ადესის ფელამუში. აღმოსავლეთ საქართველოშიც რთველის შემდეგ, ხარშავენ თითქმის ასეთივე ნუგბარს და ეძახიან თათარას. თათარა ყურძნის წვენისგან მზადდება.
ინგრედიენტები:
- 200-250 გ სიმინდის ფქვილი
- 1 ლ წითელი ყურძნის წვენი ან ბადაგი
- 1 ს.კ. პურის ფქვილი
- 1-2 ს.კ. შაქარი
- ნიგოზი, თხილი, ჩირები – მოსართავად სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ბადაგში გავხსნათ პურისა და სიმინდის ფქვილი ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე.
- ბადაგს გამუდმებით ვურიოთ, როცა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ხარშვა განვაგრძნოთ.
- როდესაც ფელამუში ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება, დავაყაროთ შაქარი და კიდევ რამდენიმე წუთი ვხარშოთ.
- ცხელი ფელამუში ამოვიღოთ სასურველ ფორმებში და გავაცივოთ. კარგად გაცივებული ფელამუში მოვრთოთ ჩირითა და თხილეულით.