უბრალოდ შეუდარებელი ჩებურეკია. მარტივად მზადდება, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, რადგან ამ ჰაეროვან და მოწითალო ჩებურეკზე უფრო გემრიელი, ალბათ, არ გაგისინჯავთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ამ რეცეპტით მოამზადოთ და მთელი ოჯახი გემრიელი წასახემსებლით გაახაროთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 250 მლ წყალი
- 5 გრ მარილი
- 30 გრ მცენარეული ზეთი
- 35 მლ არაყი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 300 გრ ცხვრის ფარში
- 120 გრ ხახვი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ წიწაკა
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ფქვილს მარილი, მცენარეული ზეთი, წყალი და არაყი დაუმატეთ. აურიეთ.
- მოზელილ ცომს პარკი დააფარეთ და ზუსტად 60 წუთით გააჩერეთ.
- ფარშს 30 მლ წყალი დაასხით, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
- დასვენებულ ცომს 100 გრ ნაჭერი მოაჭერით. თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ და შუაში შიგთავსი ჩადეთ. კუთხეები შეკარით.
- ჩებურეკი ლამაზი რომ გამოვიდეს, უსწორმასწორო კუთხეები მოაჭერით და მდუღარე მცენარეულ ზეთში ჩადეთ.
- ჩებურეკი ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით და ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ.
- გემრიელი ჩებურეკი ხრაშუნა ქერქით სუფრაზე გაიტანეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ. მოამზადეთ ჩვენთან ერთად და საკუთარი თავი და ახლობლები გემრიელი კერძებით გაახარეთ.