გასაოცარი ტორტი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. გაახარეთ ოჯახის წევრები!
ინგრედიენტები
- შაქარი 200გ
- კვერცხი 4 ცალი
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- ფქვილი 200გ
- ნაღები 200მლ 10%
- რძე 250მლ
- გახეხილი ქოქოსი 200გ
- კარაქი 150გ
- შაქარი 150გ
მომზადება
- კვერცხი ჩატეხეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ 15 წუთი.
- ფქვილს დაუმატეთ კაკაო და შეაერთეთ ორივე მასა, მოურიეთ ნიჩბით.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
- მზა კორჟი გააგრილეთ.
- აიღეთ ქვაბი, ჩაასხით რძე, მოათავსეთ კარაქი და შაქარი. მოატავსეთ ცეცხლზე და გაალღვეთ.
- დაუმატეთ გახეხილი ქოქოსი და მოურიეთ. ადუღების შემდეგ, მოხარშეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- კორჟი გაყავით 2 ნაწილად, თითოეული დანამეთ ნაღებით.
- ერთ კორჟზე მოათავსეთ მთელი კრემი, გაათანაბრეთ, ზემოდან დააფარეთ მეორე კორჟი.
- გააფორმეთ გამღვალი და გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!