სახლში გამომცხვარი ნამცხვარი იყოფა სამ ტიპად: სასადილო, დესერტი და წასახემსებელი. ჩამოთვლილთაგან ბოლო გამოირჩევა მარტივი მოზადების წესით და არამხოლოდ ამით. ხშირად ასეთ ნამცხვრებს აქვთ კომპაკტური ფორმა და რაც მთავარია მის მოსამზადებლად საჭიროა ძალიან უბრალო ინგრედიენტები.
როგორც ვიცით კექსის ფორმაში თვით კექსის გამოცხობის გარდა სხვა დესერტების გამოცხობაც შეიძლება. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ წასახემსებელი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც კექსის ფორმაში ცხვება.
ინგრედიენტები
- პიცის ცომი 400გ
- ქათმის ფილე 250გ
- ბეკონი 200გ
- მოცარელა 200გ
- პარმეზანი 100გ
- ოხრახუში 30გ
- მწვანე ხახვი 10გ
- შავი წიწაკა (დაფქული) 0,5 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- არაჟანი 200გ
მომზადება
1.პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ საფუარიანი ცომი, როგორც პიცისთვის. მზა ცომი დაყავით 5სმ დიამეტრის მქონე ბურთებად. ფორმირებული ცომი მოათავსეთ ჯამში და მოასხით ზეთი. შეფუთეთ და დაელოდეთ მათ ამოფუებას.
2.მოხარშეთ ქათამი. უმჯობესია ფილესთან ერთად გამოიყენოთ ბარკლის ხორციც. ქათამი დაჭერით და აწეწეთ. ბეკონი დაჭერით წვრილ ზოლებად, ხოლო ორივე სახეობის ყველი გახეხთ სქლად.
3.ოხრახუში გარეცხეთ, ხელსახოცით გააშრეთ და წვრილად დაჭერით. მე მწვანილებიდან გამოვიყენე ქინძი, კამა და ცოტა ხახვი. დაქუცმაცებულ ინგრედიენტებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, გადაიტანეთ ცომის ბურთულებთან.
4.დაუმატეთ არაჟანი. ინგრედიენტებს მოურიეთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ცომის ბურთები. კექსის ორმას წაუსვით ზეითუნის ზეთი, მასში მოათავსეთ ცომი. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 30 წუთი.
მზა ნამცხვარს უნდა ჰქონდეს დაბრაწული ზედაპირი. მის ცარიელ შუა ნაწილში შეგიძლიათ მოათავსოთ არაჟნით ან ნებისმიერი სხვა სოუსით სავსე ჯამი. ნამცხვარი შეგიძლიათ მოტეხოთ ხელით, ამოავლოთ სოუსში და დატკბეთ მისი გემოთი. გემრიელად მიირთვით!