წარმოუდგენლად ნაზი პეროგი “პენელოპა”. შეგიძლიათ სუფრაზე მიართვათ ტორტის ნაცვლად

2153

გაზაფხულის პერიოდში სადესერტო მენიუს როგორც წესი მსუბუქი და სასარგებლო კერძებით ავსებენ. ამისათვის არ არის აუცილებელი რთული რეცეპტებითა და ინგრედიენტებით დაიტვირთოთ. “გასტრონომია” მუდამ მზადაა ექსპერიმენტებისთვის და მკითხველებს საინტერესო იდეებს სთავაზობს.

დღეს ჩვენ უჩვეულო გახეხილი პეროგის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის შიგთავსის სახით იოგურტის მასას იყენებენ. ეს კერძი მუდამ კარგი გამოდის, თუ რამდენიმე წესს დაიცავთ.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჭ შაქრის პუდრი
  • 150 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 3 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
  • 2,5 ჭ იოგურტი
  • 2 ც ვანილის პუდინგი

მომზადება

1. შეურიეთ კარაქი, შაქრის პუდრი, გამაფხვიერებელი და სიმინდის ფქვილი. დაამატეთ 3 კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. დაყავით ცომი ორ ნაწილად: 1:3 და 2:3.

2. პატარა ნაწილი შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ საყინულეში. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ, საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და გადაიტანეთ ცომი.

3. ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხის ცილა. ცალკე შეურიეთ იოგურტი, შაქრის პუდრი, პუდინგის ფხვნილი და ქოქოსის ფანტელი. შუერიეთ ორივე მასა.

4. გადაიტანეთ მასა საცხობ ფორმაზე მოთავსებულ ცომზე. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი გაყინული ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.

ნამცხვარი მაცივარში უნდა შეინახოთ შიგთავსის გამო. რა თქმა უნდა, თუ რაიმე დარჩა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!