დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უმაგრეს რეცეპტს!
ამ საოცარი ბლინების მომზადება ძალიან მარტივია.
დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 360-380გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1-3 სუფრის კოვზი
- რძე 1ლ
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- გააცხელეთ რძე დაახლოებით 30-35 გრადუსზე.
- რძე ჩაასხით ღრმა ჯამში.
- დაუმატეთ მარილი შაქარი (შაქარი დაუმატეთ გემოვნებით).
- შემდეგ დაუმატეთ მშრალი საფუარი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
- ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, ჩაასხით მცენარეული ზეთი.
- მოზილეთ თხელი ცომი.
- დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას მოათავსეთ 30-40 წუთი.
- კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
- თუ ბლინები გამოვა სქელი, მაშინ დაუმატეთ რძე.
- ხოლო თუ ძალიან თხელია და იხევა, მაშინ დაუმატეთ ფქვილი.
- გააცხელეთ ტაფა და მოასხით მცენარეული ზეთი.
- დაასხით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.
- მზა ბლინებს წაუსვით კარაქი.
- თუ ცომი გადაგრჩებათ, შეგიძლიათ შეინახოთ 1-2 დღე მაცივარში.
- შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან და მდნარ შოკოლადთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!