ცხობილა, რომელსაც დედა ყოველთვის დიდი სიამოვნებით ამზადებდა

793

უმარტივესი ინგრედიენტებისგან ჩვენ დღეს საოცარ ცხობილას მოვამზადებთ.

ეს კერძი ძლიან გავს ბოსტნეულის ომლეტს ბეკონით.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 80გ ბეკონი
  • მწვანილი
  • წიწაკა და მარილი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • პომიდორი
  • 200გ კარტოფილი
  • 200გ ბადრიჯანი
  • 1 სუფრის კოვზი საფანელი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ბეკონი დაჭერით და შეწვით მშრალ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.დაჭერით ხახვი კუბიკებად, ხოლო კარტოფილი საშუალოდ. შეწვით კარტოფილი მცენრეულ ზეთში.

3.კარტოფილს დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო. შეწვით დაახლოებით 10 წუთი. დაჭერით კუბიკებად ბადრიჯანი და დაუმატეთ ბოსტნეულს. მოთუშეთ 10 წუთი.

4.დაჭერით პომიდორი კუბიკებად. მოათავსეთ დანარჩენ ბოსტნეულთან. მოთუშეთ 7 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ მოათავსეთ ღრმა ჯამში.

5.დაჭერით მწვანილი, დაუმატეთ ბოსტნეულს, მოაყარეთ ბეკონი. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

6.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. მოაყარეთ საფანელი და მოათავსეთ კერძი. მოასხით კვერცხის მასა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!